რეგისტრირებული ფაქტები92889
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი იყო.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-1921 წლებში ნიკოლოზ სიმონის ძე ჩხეიძე საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე იყო.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ბორჩალოს სამაზრო საარჩევნო კომისიის წევრები იყვნენ: პეტრე კავკასიძე, აზიზ შარიფოვი, ვლადიმერ კიკაბიძე, მიხეილ ილიას ძე ღოღობერიძე და ჯვებე იოსელიანი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს დამფუძნებელი კრების არჩევნებში ნიკოლოზ აღდგომელის ძე კაციაშვილი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის 85-ე ნომრად იყრიდა კენჭს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ანა (ოლღა) ილიას ასული სოლოღაშვილი დამფუძნებელი კრების 109-ე კანდიდატად აირჩიეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ბესარიონ თედორეს ძე ვაშაკიძეს დაევალა რკინიგზის ცენტრალური საწყობიდან 32 ბიულეტენის და სხვა საარჩევნო მასალის მიღება და ბორჯომში დამფუძნებელი კრების წევრ ლეო რუხაძისთვის გაგზავნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-1921 წლებში არტემ მურზაყანის ძე ჯიჯიხია საქართველოს ეროვნული გვარდიის სამმართველოს უფროსი იყო.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს სილიბისტრო ბესარიონის ძე ჯიბლაძე საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი იყო.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 27 იანვარს ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლის კურსდამთავრებულმა ბარბალე ილიას ასულმა მაჭავარიანმა დამფუძნებელი კრების ცენტრალურ საპარლამენტო საარჩევნო კომისიაში ითხოვა დასაქმება.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის იანვარში ნიკიტა სპირიდონის ძე ჩიტაიას, დამფუძნებელი კრების არჩევნების ფოთის მთავარი საქალაქო კომისიის რწმუნებულს, დაევალა ცენტრალური კომისიიდან წამოეღო 8114 კონვერტი, ამდენივე სახელობითი მოწმობა და ბევრად მეტი საარჩევნო ბარათი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს სოხუმის საარჩევნო კომისიის წევრები იყვნენ: ვიქტორ კალანდარიშვილი, ვიქტორ (ლეონტი) ჟღენტი, ნუცუბიძე, ალექსანდრე თორაძე და სიმონ ხუნდაძე.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-20 წლებში სოხუმის პირველ გიმნაზიაში ეკატერინა პეტრეს ასული არგუტინსკაია მასწავლებლების შემცვლელად მუშაობდა. მისი ხელფასი იყო 11000 მანეთი.

