საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86434

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს დაიბეჭდა ილია კაჩმაზოვის პოემებისა და ლექსების კრებული „მზე“.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს გამოქვეყნდა დიმიტრი ბენაშვილის ნარკვევი „ხელოვნების საკითხები“.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს გამოვიდა დიმიტრი ბენაშვილის მონოგრაფია „ვაჟა-ფშაველა. შემოქმედი და მოაზროვნე“.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს გამოვიდა კალე ბობოხიძის ლექსთა კრებული „ლირიკა“.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940-1942 წლებში მაყვალა მრევლიშვილი ხელმძღვანელობდა მხატვრული კითხვის წრეს პიონერთა სასახლეში.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს გამოქვეყნდა მაყვალა მრევლიშვილის პირველი წიგნი „ლექსები”.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს გამომცემლობა „ფედერაციამ” დაბეჭდა სიმონ წვერავას მოთხრობების კრებული.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს გამომცემლობა „ფედერაციამ” გამოსცა სიმონ წვერავას სამამულო ომის თემაზე დაწერილი ოთხი მოთხრობა.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს გამოქვეყნდა ბორის ჩხეიძის საბავშვო მოთხრობები.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940-1948 წლებში კლავდია დევდარიანს ეკავა მწერალთა კავშირის დრამატიული სექციის მდივნის თანამდებობა თბილისში.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წლიდან არჩილ ჩაჩიბაია იყო თბილისის საშუალო სკოლის მე-11 კლასის ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოს თანაავტორი.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს პედაგოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტმა ცალკე წიგნად გამოსცა არჩილ ჩაჩიბაიას „მხატვრული ნაწარმოების ტექსტზე მუშაობის ზოგიერთი საკითხისთვის”.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940-1941 წლებში გიორგი კაჭახიძე ჟურნალ „პიონერის” მდივანი იყო.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს გამოქვეყნდა გიორგი კაჭახიძის საბავშვო ლექსების კრებული „ალუბლები ჰყვავიან”.

1940

ტიპი: ღონისძიება

ვლადიმერ გოლოევმა ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1940 წელს.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940-1944 წლებში ვლადიმერ გოლოევი საოლქო გაზეთ „კომუნისტის” პასუხისმგებელი მდივანი იყო ცხინვალში.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940 წლიდან კონსტანტინე მეძველია ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დეკანი იყო.

1940

ტიპი: ორგანიზაცია

1940 წელს მარიამ ბარათაშვილი გახდა საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის წევრი.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს არტემ ახნაზაროვის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მას უთარგმნია ვალტერ სკოტის მოთხრობა „ზადიგი“.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს არტემ ახნაზაროვის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მას უთარგმნია ფენიმორ კუპერის რომანი „მერსედეს კასტილიელი“.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს არტემ ახნაზაროვი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ თარგმნა პუშკინის რომანი ლექსად „ევგენი ონეგინი“.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს არტემ ახნაზაროვი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ მას უთარგმნია ერშოვის „კუზიანი ცხენი“, პუშკინის „მებადური და ოქროს თევზი“ და „მეფის მკვდარი ასული“.

1940

ტიპი: სახელი

1940 წელს არტემ ახნაზაროვის ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ მას ჰქონდა ფსევდონიმები: „ჩიორა“, „კენჭოსანი“, „პატრიციუსი“, „ორ-ანი“, „მანოელიძე“, „კენტი“, „დუშიკო“, „ალფა“, „დიოგენი“, „ფარნაოზი“ და „ნიორი“.

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წელს არტემ ახნაზაროვი იყო პერსონალური პენსიონერი.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს არტემ ახნაზაროვის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი სისტემატურად ათავსებდა თავის წერილებსა და ლექსებს შემდეგ ჟურნალ-გაზეთებში: „ნობათი“, სახალხო გაზეთი“, „საქართველო“, „თეატრი და ცხოვრება“, „ხათაბალა“, „ხელოვნება", „ქართული სიტყვა“, „მოამბე“.