საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88136

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 15 თებერვალს საზოგადო თეატრში ბარბარე მელიქიანის სცენაზე მოღვაწეობის 25 წლისთავის აღსანიშნავ საღამოზე გაბრიელ სუნდუკიანცი ქართულ-სომხურ ენაზე მომზადებული სიტყვით გამოვიდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 15 თებერვალს საზოგადო თეატრში ბარბარე მელიქიანის ბენეფისი გაიმართა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 8 ივნისის „დროებაში“ დაიბეჭდა ლავრენტი ქიქოძის წერილი ბახვის სკოლისა და გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის შესახებ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 12 ივნისის „დროების“ ცნობით, სენაკში კინწურაშვილის სახლის ქვევრში ყირიმის ომიანობისდროინდელი სვირული ღვინო იპოვეს.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 3 აპრილს გაგზავნილ წერილში მარჯორი უორდროპი ოლღა გურამიშვილს „ცნობის ფურცლის“ მიღებას ატყობინებდა და „ივერიის“ გამოსვლის თარიღს ეკითხებოდა.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წლის 8 მარტს მწერალმა ეკატერინე რევაზის ასულმა გაბაშვილმა დაწერა ავტობიოგრაფია.

1918

ტიპი: თანამდებობა

ამიერკავკასიის სახელმწიფო ქველმოქმედებისა და სახალხო ჯანმრთელობის სამინისტროს სამმართველოს 1918 წლის მაისის განცხადების თანახმად, დევნილთა მოწყობისა და საქველმოქმედო სამინისტროს უფლებამოსილის თანამდებობიდან თხოვნისამებრ გათავისუფლდა დიმიტრი გიორგის ძე აბხაზი.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის 4 ივნისს ივანე ნიკოლოზის ძე ყაზბეგი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად აირჩიეს.

1936

ტიპი: თანამდებობა

1936-1938 წლებში მარიკა მიქელაძე საქართველოს რადიოკომიტეტის საბავშვო რადიოს გადაცემათა რედაქტორად მუშაობდა.

1952

ტიპი: თანამდებობა

1952 წლიდან ვლადიმერ გოლოევი იყო სამხრეთ ოსეთის სახელგამის დირექტორი.

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წელს ჟურნალ ჩვენს „მიღწევებში“ დაიბეჭდა ვლადიმერ გოლოევის ნარკვევი „საკუთრება“.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს გამოქვეყნდა ვლადიმერ გოლოევის მოთხრობები „ბელადის სამშობლო“, „დაბრუნდა“ და „სამგორი“.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გამოქვეყნდა ვლადიმერ გოლოევის მოთხრობები „მკა“ და „გაზაფხული კოლმეურნეობაში“.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გამოქვეყნდა ვლადიმერ გოლოევის მოთხრობები „ხალხის ძალა“ და „მთიელები მშვიდობისათვის“.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გამოქვეყნდა ვლადიმერ გოლოევის მოთხრობებისა და ნარკვევების კრებული „ახალი მზე“.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წელს გამოქვეყნდა ვლადიმერ გოლოევის ნარკვევი „რიცას ტბასთან“.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წელს გამოქვეყნდა ვლადიმერ გოლოევის მოთხრობა „ანეტა“.

1928

ტიპი: ღონისძიება

დიმიტრი ბენაშვილმა ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1928 წელს.

1936

ტიპი: ორგანიზაცია

1936 წელს დიმიტრი ბენაშვილი გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.

1929

ტიპი: თანამდებობა

1929-1933 წლებში დიმიტრი ბენაშვილი იყო გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ განყოფილების გამგე თბილისში.

1933

ტიპი: თანამდებობა

1933-1935 წლებში დიმიტრი ბენაშვილი იყო საქართველოს სახკინმრეწვში სასცენარო განყოფილების გამგე.

1935

ტიპი: თანამდებობა

1935-1937 წლებში დიმიტრი ბენაშვილი იყო კრებულ „ახალგაზრდა ბოლშევიკის“ პასუხისმგებელი მდივანი და შემდეგ რედაქტორი.

1937

ტიპი: თანამდებობა

1937-1938 წლებში დიმიტრი ბენაშვილი იყო გაზეთ „ლიტერატურული გაზეთის“ კრიტიკის განყოფილების გამგე.

1939

ტიპი: თანამდებობა

1939-1941 წლებში დიმიტრი ბენაშვილი იყო ჟურნალ „ჩვენი თაობის“ პასუხისმგებელი მდივანი.

1941

ტიპი: თანამდებობა

1941-1949 წლებში დიმიტრი ბენაშვილი იყო ხელოვნების საქმეთა სამმართველოს სარეპერტუარო კომიტეტის უფროსი.