რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კონსტანტინე საბახტარიშვილის ხელმოწერით აზერბაიჯანის დიპლომატიურ წარმომადგენელს თბილისში საქართველოში გამოგზავნილ თანამშრომელთა დაპატიმრების თაობაზე საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქალაქთა კავშირის საექიმო-სასანიტარო საბჭომ განიხილა საკითხი ქალაქების წყლით უზრუნველყოფის შესახებ. ექიმმა მუხარინსკიმ თავის მოხსენებაში განაცხადა, რომ წყლით უზრუნველყოფა საზოგადოებრივი თვითმმართველობის მთავარი ვალდებულება იყო. წყალსადენის მოწყობის დროს უნდა გამოკვლეულიყო წყლის გეოლოგიურ-სანიტარული პირობები, მდინარის წყლის მიწოდების შემთხვევაში მოწყობილიყო საფილტრაციო სადგური, ეპიდემიების დროს შემოეღოთ წყლის და წყალსადენის დაწესებულების დეზინფექცია, ასევე უნდა განვითარებულიყო კანალიზაცია.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქალაქთა კავშირის საექიმო-სასანიტარო საბჭოს თავმჯდომარემ ექიმ მუხარინსკის მოხსენების მოსმენისა და განხილვის შემდეგ აღნიშნა, რომ ქალაქების თვითმმართველობას უნდა ესარგებლა მომხსენებლის რეკომენდაციებით.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ დაიბეჭდა შეცდომის გასწორება. 19 იანვრის ნომერში (N13) დაბეჭდილ შემომწირველთა სიაში დასნეულებულ ბელეტრისტ ნიკოლოზ ნათაძის სასარგებლოდ დავით კასრაძის შემოწირულობა იყო 1 500 მანეთი და არა 15 000.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ დაადგინა, ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკისთვის დაევალებინათ დაკავებული კოტრაბანდული საექიმო ტვირთის შეფასება, რის შემდეგაც ტვირთი გადაეცემოდა ცენტრალურ სააფთიაქო საწყობს საექიმო-სასანიტარო დაწესებულებათა შორის გასანაწილებლად.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს გუსტავ რადეს ინიციატივით თბილისში ახალი შენობის „ტაძარი დიდებისა“ აშენებას გეგმავდნენ, სადაც გამოიფინებოდა სურათები კავკასიის ომიანობის შესახებ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 9 ივნისის „დროებაში“ სტატია „ნანგრევთა შუა ლამპარი“ დაიბეჭდა, რომელიც იონა მეუნარგიას მიუძღვნეს.
1889
ტიპი: გარდაცვალება
1889 წლის 15 თებერვალს სოფ. ნადაბურის წმ. თედორე ტირონის ეკლესიის მღვდელი სპირიდონ ბესარიონის ძე გელაშვილი გარდაიცვალა.
1851
ტიპი: თანამდებობა
1851-52 წლებში თედორე გიორგის ძე ჭელიძე ნამოხვანის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1859
ტიპი: გარდაცვალება
1859 წლის პირველ ოქტომბერს ნამოხვანის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი დავით ჯანელიძე გარდაიცვალა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898-1917 წლებში რაჟდენ პროკოფის ძე ჭირაქაძე ნავენახევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847-64 წლებში გიორგი მათეს ძე კაპანაძე სოფ. ნავარძეთის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895-98 წლებში ვლადიმერ იოანეს ძე სალაძე ნავენახევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

