საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88136

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს თბილისის ქალაქის გამგეობამ უკანასკნელ სხდომაზე განიხილა ნ. ი. თამამშევის წინადადება, რომელიც თხოულობდა, რომ შრომის ბიუროს ხელმძღვანელობა ქალაქს თავის თავზე აეღო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 17 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ლევან მეტრეველის სტატიის „სიტყვა-კაზმულ ნაწარმოების საერთო დაფასება“ მე-3 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 17 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა რომანოზ ბებიაშვილის ლექსი „ებრაელ ერს“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 17 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ნიკოლოზის ძე ბოჭორიშვილის, ფსევდონიმით მიმქრალი, ლექსი „ჩემო ჩიტუნავ“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 17 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვასილ ურუშაძის მოთხრობა „როგორ ასწავლა გურულმა მეგრელს ღომის დამზადება“.

1863

ტიპი: ავტორობა

1863 წელს გაბრიელ სუნდუკიანცმა თავისი პირველი ნაწარმოები, ვოდევილი „საღამოს ერთი ცხვირი ხეირია“, დაწერა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს სომხურმა, ქართულმა და რუსულმა თეატრებმა გაბრიელ სუნდუკიანცის პიესის „პეპოს“ პრემიერის 30 წლის იუბილე იზეიმეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 17 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „მთვარეს“.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს ტრიფონ რამიშვილმა დაწერა სამმოქმედებიანი პიესა „საბედისწერო დამბაჩა“ და ვოდევილი „კრიტიკოსსთან“.

1825

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1825 წელს თბილისში სომეხი დრამატურგი გაბრიელ მკრტიჩის ძე სუნდუკიანცი დაიბადა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს დაიბეჭდა ტრიფონ რამიშვილის მოთხრობები – „ოტოლა“ და „მიტრო ჭედილაშვილი“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წელს გაბრიელ სუნდუკიანცის პიესა „პეპოს“ პრემიერა გაიმართა.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წელს ტრიფონ რამიშვილმა დაწერა ოთხმოქმედებიანი პიესა „მეზობლები“.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წელს ტრიფონ რამიშვილმა დაწერა ორმოქმედებიანი პიესა „შეშლილნი“.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს ტრიფონ რამიშვილმა დაწერა ორმოქმედებიანი პიესა „ექიმი აშირბაჯიანი“.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს ნიკოლოზ მათეს ძე გურგენიძე მწუხარელის (ახალი თერჯოლის) მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს ანდრია დიმიტრის ძე კვინიხიძე მწუხარელის (ახალი თერჯოლის) მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1851

ტიპი: თანამდებობა

1851 წელს ანდრია დიმიტრის ძე კვინიხიძე მწუხარელის (ახალი თერჯოლის) მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს თბილისის პოლიცმაისტერმა გამოსცა განკარგულება მეათე საპოლიციო ნაწილის უბნის ზედამხედველ მირონოვის სამი მანეთით დაჯარიმებისა, რადგან ის თვალყურს არ ადევნებდა თავისი უბნის სანიტარულ მდგომარეობას.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 17 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „საზოგადოებათა გაერთიანება“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 9 იანვარს სათავადაზნაურო თეატრში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის რეჟისორობით სპექტაკლები „მაყვალას გასამართლება“ და „შეშლილია“ დაიდგა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 17 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სიმონ ბესარიონის ძე ბადურაშვილის, ფსევდონიმით კ. ფშაველა, ლექსი „...მსხვერპლად შევწირე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 17 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილის, ფსევდონიმით ნარვალი, სტატიის „დრამის მოკლე ისტორია“ მე-3 ნაწილი.

1807

ტიპი: თანამდებობა

1807 წელს ოქროპირ გიორგის ძე ბუცხრიკიძე მწუხარელის (ახალი თერჯოლის) მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1795

ტიპი: თანამდებობა

1795-1840 წლებში იესე დავითის ძე ნუქიფი (ნიქიფიშვილი) ნაბოსლევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.