რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 31 მაისის „დროების“ ცნობით, ჯაჯანიძისამ თელავის მაზრის უფროსის ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის მკვლელობა სცადა.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 26 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კახეთში ანასტასია გრიგორის ასული ფავლენიშვილი გარდაიცვალა.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 27 იანვარს ზაქარია (შაქრო) ვასილის ძე ჯავახიშვილს წმ. ნინოს ეკლესიის სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 4 ივნისის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ჭყონიამ სამუშაო ოთახი გაბრიელ თამამშევვის სახლში იქირავა.
1885
ტიპი: ნასამართლეობა
1885 წელს ქემირ-ისკანდერ-რამაზან-ოღლიმ ყაზახეთის ერთ-ერთი მაზრის მკვიდრს 4000 მანეთი წაართვა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 ივნისს ქალაქის მრჩეველთა სხდომა შიოევის სახლის თაობაზე ხმოსანთა ნაკლებობის გამო ვერ შედგა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 ივნისს ევროპის ბაღში ფიზიკოსმა დერინგმა ნისლოვანი სურათების გამოფენა გამართა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 5 ივნისის „დროების“ ცნობით, ვ. დერინგის წარმოდგენა 7 ივნისისთვის გადაიდო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 24 დეკემბერს ტიციან ტაბიძემ მოსკოვიდან წერილი მისწერა იოსებ გრიშაშვილს, შენი წერილის საპასუხოდ გამოგიგზავნეთ კრებული „армянская поэзия“, რომელსაც საახალწლოდ მიიღებო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 3 სექტემბერს გრიგოლ რობაქიძემ თბილისიდან წერილი მისწერა ვალერიან გაფრინდაშვილს, რომელიც შეიცავდა ვალერიან გაფრინდაშვილის, პაოლო იაშვილის, ტიციან და გალაქტიონ ტაბიძეებისა და თავად გრიგოლ რობაქიძის პოეტურ პორტრეტებს.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 28 მაისს ნიკოლო მიწიშვილმა ლევან ღოღობერიძეს მისწერა, პარიზში, ჩემი ჟურნალის გამომცემლობაში ადგილობრივი ახალგაზრდების დასაქმება მსურსო.
1923
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1923 წლის 28 მაისს ნიკოლო მიწიშვილმა ლევან ღოღობერიძეს მისწერა და სთხოვა, შენი სურათი გამომიგზავნე, ძალიან მომენატრა ნაცნობი სახეების დანახვაო.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 28 მაისს ნიკოლო მიწიშვილმა ლევან ღოღობერიძეს მისწერა, რომ წინა ღამეს გრიგოლ რობაქიძე დაესიზმრა.

