რეგისტრირებული ფაქტები92520
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ნოემბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 56-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, შავი ზღვის სანაპიროს რკინიგზის დამთავრების კანონის შესახებ მომხსენებელი რაჟდენ არსენიძე იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ნოემბერს გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის 56-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიში. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხაიძე; მდივანი – იოსებ აბაკელია; პრეზიდიუმის წევრები იყვნენ: იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 5 ნოემბერს გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის 56-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიში. კრებამ განიხილა ალი ჰაიდარ კარაევის განცხადება პარლამენტის წევრობიდან გადადგომის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ნოემბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 56-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, ალექსანდრე ახმეტელმა ისაუბრა თბილისში უცხო ქვეყნის შეიარაღებული რაზმის არსებობის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ნოემბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 56-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, ნიკოლოზ თარხანოვმა და ლეონ თუმანოვმა ისაუბრეს პოლიტპატიმრის, ბუდუ მდივნის შესახებ, რომელიც ბრალდების გარეშე იყო დაპატიმრებული.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის მოადგილის, ალ. მდივნის 1918 წლის 4 ნოემბრის მოხსენებაში ნათქვამია, რომ 1-ელ ნოემბერს გარდაიცვალა თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორი ვასილ ჯაფარიძე. მის გაჭირვებულ ცოლ-შვილს მხოლოდ სასაფლაო უჯდებათ არანაკლებ 2 400 მან. ამიტომ მინისტრთა საბჭოს დაკრძალვის ხარჯებისთვის 5 000 მან. გამოყოფას სთხოვს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 4 ნოემბერს თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მთავარგამგის ბრძანების თანახმად (29 ოქტომბერი N67) გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლის თანამდებობის აღმასრულებლად დანიშნეს მიხეილ ვლადიმერის ძე აბრამიშვილი. ხელს აწერენ კანცელარიის დირექტორი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 4 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N77 ბრძანებით პორფილე ივლიანეს ძე დგებუაძე თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 4 ნოემბერს სახელმწიფო კონტროლიორი ვ. გოგინაშვილი ხელს აწერს ფინანსთა მინისტრისადმი მიწერილ დოკუმენტს სოჭის სკოლებისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ. დოკუმენტში ის აღნიშნავს, რომ სახ. კონტროლს შეუძლებლად მიაჩნია გასცეს თანხმობა აღნიშნულ საკითხზე მანამ, სანამ არ იქნება გარკვეული შედის თუ არა სოჭის ოლქი საქართველოს შემადგენლობაში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 4 ნოემბერს მარქსისტ სტუდენტთა ორგანიზაცია მართავს საღამოს გერმანიის რევოლუციის აღსანიშნავად. მოხსენებას წაიკითხავენ აიოლო და სმირნოვი. ასევე მონაწილეობას მიიღებს სახალხო უნივერსიტეტის გუნდი.
1918
ტიპი: ღონისძიება
ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორმა ივანე გაჩეჩილაძემ თხოვნით მიმართა სამინისტროს, რომ ნება დაერთოთ პედაგოგების მოწვევისა, ვინაიდან გაკვეთილების გადანაწილება რეალური სასწავლებლის პედაგოგებს შორის შეუძლებელი იყო. მათ სურდათ რუსული ენისა და გეოგრაფიის მასწავლებლად მოეწვიათ ნატალია გერასიმეს ასული ბარანნიკი (I - III კლ.), ხოლო ფრანგული და გერმანული ენის მასწავლებლად პეტრე ბიკენტის ძე გნოინსკი (I - IV კლ.).
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
პეტრე გნოინსკს არ ჰქონდა უცხო ენების სწავლების უფლება, თუმცა ზედმიწევნით იცოდა ფრანგული და გერმანული ენები და ასწავლიდა კიდეც პეტროგრადის ვაჟთა გიმნაზიაში.
1918
ტიპი: განათლება
1918 წლის 4 ნოემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის მოსწავლეთა მშობლები – ილია მიხეილის ძე ფიჩხაძე, ხაიმ მორდეხას ძე ფიჩხაძე, შაბათა ფიჩხაძე, ხაიმ შალომის ძე იაკობაშვილი, იოსებ შაბათას ძე კაკიტელაშვილი, იოსებ თავდიდიშვილი, სიმონ თავდიდიშვილი და აბრაამ გაგულაშვილი – განათლების სამინისტროს თავიანთი შვილების რუსულ განყოფილებაში დატოვებას სთხოვენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 ოქტომბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N 18 მეშვეობით ქუთაისის ქალთა ინტერპარტიული ლიგის (ხელმძღვანელი კატო მიქელაძე) ბიურო თავის წევრებს მოუწოდებს, შეიკრიბონ 3 ნოემბერს, კვირას საღამოს 5 საათზე გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ რედაქციაში.

