რეგისტრირებული ფაქტები92460
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ე. სულთანოვის „საღამო გოლოვინის პროსპექტზე“. პირველ სცენაში სულთანოვი აღწერდა ქუჩაში მიმავალ ურიკას, რომელსაც ხშირად აჩერებდნენ გამვლელები. მიახლოებისას სულთანოვს ურიკაზე საწყალი მაწანწალის დაკრუნჩხული გვამი დაუნახავს. მის კითხვაზე, თუ ვინ იყო ეს უბედური, მედროგეს უპასუხნია, რომ მისთვის უცნობი მაწანწალა სულ ახლახან შიმშილისგან ქუჩაზე დაცემულა და გარდაცვლილა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, დიმიტრი დუმბაძე იყო ქართული ენის კურსების გამგე. ექვსთვიან კურსზე სწავლების საფასური 300 რუბლი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სიმონ გრიგოლის ძე ფირუმოვი იყო თბილისის ქალაქის გამგეობის წევრი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ჩერქეზოვი იყო თბილისის ქალაქის გამგეობის წევრი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ პლიოტკინი იყო თბილისის ქალაქის გამგეობის საბინაო განყოფილების გამგე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ პეტრე სარაჯიშვილი (სარაჯევი) იყო ექიმი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ექიმ სარაჯევის წერილი რედაქციას. წერილი ეხებოდა თბილისის ქალაქის გამგეობის საბინაო განყოფილების „კოშმარულ“ მოღვაწეობას. სტატიის თანახმად, 5 სექტემბერს ახალ ბინაში შესახლებულ სარაჯევების წყვილს საბინაო განყოფილების განკარგულებით არაერთხელ უპირებდნენ იქიდან უკანონოდ გამოსახლებას. ამ საკითხთან დაკავშირებით სარაჯევი უკვე მისულა ქალაქის გამგეობის წევრ ფირუმოვთან, რომელიც მეორე ჯერზე უკვე სხვანაირად ალაპარაკდა. მისი თქმით, ახალი გარემოებები სარაჯევების წინაამღდეგ მეტყველებდა და თუმცა მათ ყოველ მიზეზს გარეშე უნდა დაეტოვებინათ ბინა, იგი ოჯახს სხვა ბინას გამოუყოფდა. ხარჯების ანაზღაურებაზე ფირუმოვს უარი უთქვამს და სარაჯევისთვის მასზე სასამართლოში ჩივილი შეუთავაზებია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბერს ხარკოვში სომხეთის რესპუბლიკის რწმუნებული რ. ს. იუზბაშიანი თავისი შტატითა და ოჯახით ფოთის გავლით აპირებდა დანიშნულების ადგილამდე ჩასვლას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის განკარგულებით ფოთში დააპატიმრეს ნოვოროსიისკის პორტის გემი „Геркулес“, რომელსაც რუსი ლტოლვილები უნდა გადაეყვანა და საქონელი გაეცვალა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც დედა იულია ივანეს ასული ბარათოვა, ძმა ზაქარია დავითის ძე ბარათოვი და დები, ეკატერინე დავითის ასული სულხანოვა, ბარბარე დავითის ასული ბაგრატიონ-დავიდოვა, ნინო დავითის ასული ქიქოძე და ანასტასია დავითის ასული ჯანდიერი ქმრებთან ერთად იუწყებოდნენ, რომ გარდაცვლილი ნატალია დავითის ასული ავალოვას პანაშვიდები გაიმართებოდა ყოველდღე დავითის ჩიხის №12-ში.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. სტატიის თანახმად, თბილისურმა გაზეთებმა უკვე ამცნეს თავიანთ მკითხველებს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში შეიქმნა ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია სახელწოდებით „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. სტატიის თანახმად, ჩრდილოეთ კავკასიაში ახლად შექმნილი ორგანიზაცია წმინდა ნაციონალური ხასიათის იყო, რაზეც ნათლად მეტყველებდა მისი სამოქმედო პროგრამა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. სტატიის თანახმად, ამ პოლიტიკური მოძრაობის მთავარ ძალასა და ცენტრს წარმოადგენდნენ ინგუშები, რომლებიც სხვა ხალხებზე უფრო განიცდიდნენ მიწების ნაკლებობას და ამიტომაც ყველაზე მეტად აქტიურობდნენ თავიანთი ეროვნული ინტერესებისა და უფლებების დასაცავად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“, რომელშიც ამიერკავაკასიის საზოგადოებისთვის უფრო დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით ავტორს მოჰყავდა ამონარიდები ორგანიზაციის პროგრამიდან და მისი წინასიტყვაობიდან.

