საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88136

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო კომისიას დაეთმო ოთახი სხდომებისათვის იქ, სადაც იმართებოდა მუშათა კომისიის სხდომები.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროს კანცელარიას იუსტიციის სამინისტროსგან (საქმისმწარმოებლის მაგიერ ხელს აწერს დავით ნიკოლოზის ძე კელაპტრიშვილი) გაუგზავნა წერილი, რომელშიც N2891-ის წერილის საპასუხოდ ატყობინებდნენ, რომ სიკვდილით დასჯის კანონის ტექსტი გამოცხადებული იყო გაზეთ „Кавказ“-ის 9 ივლისის N140-ში.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის 13 ივლისის განათლების მინისტრის N500 ბრძანებით პოლკოვნიკ სტრელეცკისა და პოდპორუჩიკ კლიმოვსკის კერძო საშუალო სასწავლებელის გახსნის უფლება მისცეს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 12 ივლისს იუსტიციის მინისტრის კანცელარიას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სიკვდილით დასჯის შესახებ კანონის ტექსტის გაგზავნა სთხოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 ივლისს ევგენია პავლეს ასულ ბერლინ-ვესტფალისას ნება დართეს, გაეხსნა კერძო სასწავლებელი რუსულ ენაზე მას შემდეგ, რაც თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიაში დაიხურა რუსული ჯგუფი და ის გათავისუფლდა სამსახურიდან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 ივლისს ვარლამ მგელაძის თავმჯდომარეობით მოწვეულმა ვანის რაიონის საზოგადოების კრებამ ვანის დაწყებითი სასწავლებლის რვაკლასიან გიმნაზიად გადაკეთების საკითხი განიხილა. ოქმს ხელს აწერდა ვანის საზოგადოების კომისარი მოსე ბელთაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 ივლისს პეტროგრადის უნივერსიტეტის გერმანული და ფრანგული ენების ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა მარიამ მიქელაძე-ორახელაშვილმა განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს წერილობით სთხოვა პედაგოგის ადგილი ქუთაისის რომელიმე სასწავლებელში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე; სხდომას ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, იოსებ აბაკელია. მდივანი – დავით ონიაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს და მიიღეს კანონპროექტი სახალხო სკოლების მასწავლებელთა მოსამზადებლად საზაფხულო კურსების გახსნის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს და მიიღეს კანონპროექტი საშუალო სკოლის მასწავლებელთათვის კურსების მოსაწყობად 150 000 მანეთის გამოყოფის თაობაზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს და მიიღეს კანონპროექტი გზათა სამინისტროსთან საავტომობილო განყოფილების დაარსების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, მუხლობრივად განიხილეს საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის კანონპროექტის საბოლოო რედაქცია, შემდეგ კი განსახილველად გადასცეს სარედაქციო კომისიას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, ერთხმად მიიღეს შორაპნის შავ ქვაზე საფუთო გადასახის გაზრდის კანონპროექტის საბოლოო რედაქცია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე (თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძე, პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი იოსებ აბაკელია) ერთხმად მიიღეს კანონპროექტი სამხედრო გზის საგანგებო სადარაჯო რაზმის დაარსების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, ეროვნული საბჭოს კანონის შტატებისა და ხარჯთაღრიცხვის კანონპროექტი ერთხმად მიიღეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, კანონპროექტი ნახირზე ახალი ფასების დაწესების შესახებ გადაეცა საფინანსო კომისიას საბოლოო რედაქციისთვის.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ნიკოლოზ ჩხეიძემ გამოაცხადა კრების დღის წესრიგი: 1. ეროვნული საბჭოს კანონის შტატებისა და ხარჯთაღრიცხვის კანონპროექტის საბოლოო რედაქცია 2. შარაპნის შავ ქვაზე საფუთო გადასახის გადიდების კანონპროექტის საბოლოო რედაქცია 3. სამხედრო გზაზე სპეცაილური რაზმის შექმნის თაობაზე კანონპროექტის საბოლოო რედაქცია 4. საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის კანონპროექტის განხილვა 5. გზათა სამინისტროსთან საავტომობილო განყოფილების დაარსების თაობაზე კანონპროექტის განხილვა 6. საშუალო სკოლის მასწავლებელთათვის კურსების მოსაწყობად 150 000 მანეთის გამოყოფის თაობაზე კანონპროექტის განხილვა 7. სახალხო სკოლების მასწავლებელთა მოსამზადებლად საზაფხულო კურსების გახსნის შესახებ კანონპროექტის განხილვა 8. საფინანსო კომისიის წევრთა არჩევა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებასთან განსაკუთრებული რაზმის დაარსების შესახებ, გადაეცა ადგილობრივი მმართველობის კომისიას საბოლოო რედაქციისთვის.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ივლისს სერგო ჯაფარიძის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: რაჟდენ არსენიძე, სამსონ დადიანი, პავლე საყვარელიძე, კოტე მაყაშვილი და მდივანი დავით ნახუცრიშვილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ივლისის საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ განაცხადა, რომ კომისიის დავალებით დაათვალიერა პუშკინის სახელობისა და სახალხო სახლის წიგნსაცავები, სადაც კომისიისთვის საჭირო წიგნები აღმოაჩინა, რომელთა გამოტანაც სასურველი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ივლისს ქუთაისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა იერონიმე არსენიშვილმა საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს გაუგზავნა წარდგინება, რომ გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ 1917 წლის 28 ოქტომბერს ფიზიკის კათედრაზე მასწავლებლად აირჩია კიევის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ტარას სარდიონის ძე აბზიანიძე, რომელმაც წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ იყო მომზადებული და ხარისხიანად ასწავლიდა მოსწავლეებს თავის საგანს.

1918

ტიპი: განათლება

ტარას სარდიონის ძე აბზიანიძის პირადი საქმის მიხედვით, მან დაამთავრა კიევის უნივერსიტეტი.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 9 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ 10 ივლისს ქ. ოზურგეთში გარდაცვალებიდან ორი წლის თავზე გაიმართება პანაშვიდი ბოლშევიკთა ბრბოების მიერ სოხუმთან მოკლული გვარდიის ხელმძღვანელის, კაპიტან შალიკო ნესტორის ძე ელიაძის გასახსენებლად.

1918

ტიპი: თანამდებობა

ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორმა აღძრა შუამდგომლობა საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგის წინაშე. იგი ითხოვდა ქუთაისის მესამე გიმნაზიის ისტორიის მასწავლებლის დავით გაფრინდაშვილის დამტკიცებას გიმნაზიაში იმავე თანამდებობაზე.