საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89942

1930

ტიპი: განათლება

1930 წელს მარიკა მიქელაძე შევიდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტის დაუსწრებელ სექტორზე.

1936

ტიპი: თანამდებობა

1936-1938 წლებში მარიკა მიქელაძე საქართველოს რადიოკომიტეტის საბავშვო რადიოს გადაცემათა რედაქტორად მუშაობდა.

1931

ტიპი: ავტორობა

1931 წელს გამოქვეყნდა მარიკა მიქელაძის პირველი წიგნი, საბავშვო მოთხრობათა კრებული „ოთხი და მეხუთე“.

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წელს ცალკე წიგნად გამოქვეყნდა მარიკა მიქელაძის თარგმანები: „ედისონის ბავშვობა“ და ვიტალი ბინკის მოთხრობა „ზღვის დიდ გზაზე“.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წელს ცალკე წიგნად გამოქვეყნდა მარიკა მიქელაძის ნათარგმნი მარშაკის ლექსები: „მისტერ ტვისტერ“ და „სულელი წრუწუნა“.

1939

ტიპი: ავტორობა

1939 წელს გამომცემლობა „ფედერაციამ“ გამოსცა მარიკა მიქელაძის წიგნი „ლექსები“.

1939

ტიპი: ავტორობა

1939 წელს გამოქვეყნდა მარიკა მიქელაძის საბავშვო მოთხრობათა კრებული „ციალას ბურთი“.

1939

ტიპი: ავტორობა

1939 წელს მარიკა მიქელაძემ დაწერა საბავშვო კომედია „უჩინარი ზურა“.

1939

ტიპი: ავტორობა

1939 წელს მარიკა მიქელაძემ თარგმნა ჯონ ბრიიტონ პრისტავის პიესა „სახიფათო მოსახვევი“.

1944

ტიპი: ავტორობა

1944 წელს მარიკა მიქელაძემ დაწერა პიესა „ორჯერ ორი ხუთია“.

1946

ტიპი: ავტორობა

1946 წელს გამოქვეყნდა მარიკა მიქელაძის ორი საბავშვო პოემა „თეთრი სახლი“.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წელს გამოქვეყნდა მარიკა მიქელაძის ლექსთა კრებული „ვიმღეროთ ბრძოლის ამბავი“.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წელს გამოქვეყნდა მარიკა მიქელაძის პიესა „ომგადახდილი“.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წელს გამოქვეყნდა მარიკა მიქელაძის ლექსთა კრებული „გამოდარება“.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს გამოქვეყნდა მარიკა მიქელაძის საბავშვო მოთხრობათა კრებული „გარდამავალი დროშა“.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს გამოქვეყნდა მარიკა მიქელაძის პიესა „მწვანე მეგობარი“.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ივანე დიმიტრის ძე შაიშმელაშვილი დაიბადა 1910 წლის 25 სექტემბერს თბილისში.

1927

ტიპი: განათლება

1927-1931 წლებში ივანე შაიშმელაშვილი სწავლობდა ამიერკავკასიის სამხედრო სკოლაში თბილისში.

1931

ტიპი: თანამდებობა

1931 წელს ივანე შაიშმელაშვილი დანიშნეს მე-7 ქართული ლეგიონის ოცმეთაურის თანამდებობაზე გორში.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს ამიერკავკასიის სამხედრო სკოლაში დაიბეჭდა ივანე შაიშმელაშვილის პირველი ლექსი.

1928

ტიპი: ორგანიზაცია

1928 წელს ივანე შაიშმელაშვილი გაწევრიანდა კომკავშირში.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წელს საქართველოს მწერალთა კავშირის თავდებით ლიტსექციამ გამოსცა ივანე შაიშმელაშვილის მხედრული ლექსების პატარა კრებული, რომელშიც თავმოყრილი იყო 16 ლექსი.

1935

ტიპი: თანამდებობა

1935 წლის მაისში ივანე შაიშმელაშვილი გორიდან გადმოიყვანეს თბილისში 1-ელი და მე-2 ქართული დივიზიების პოლიტგანყოფილების გაერთიანებულ ყოველდღიურ გაზეთ „წითელარმიელის“ რედაქციაში პასუხისმგებელი მდივნის თანამდებობაზე.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935-1938 წლებში ივანე შაიშმელაშვილი იბეჭდებოდა გაზეთებში „კომუნისტი“, „ახალგაზრდა კომუნისტი“, „წითელარმიელი“.