რეგისტრირებული ფაქტები91197
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის დეკემბერში ნინო გრიგოლის ასულმა ანდრონიკაშვილმა დამფუძნებელი კრების ცენტრალურ საპარლამენტო საარჩევნო კომისიაში დასაქმება ითხოვა.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის 30 ნოემბერს სტამბა "სახალხო საქმის" გამგე დავით მგალობლიშვილი დამფუძნებელი კრების ცენტრალურ საპარლამენტო საარჩენო კომისიას მიმართავს და აცნობებს, რომ მის სტამბას აქვს სამი ელექტრონის ძალით მომუშავე დიდი მანქანა და სხვა კერძო სტამბებზე უფრო იაფად შეასრულებს კომისიის საქმეებს. ამავე სტამბამ 1917 წელს რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩენვებისთვის დაბეჭდა მილიონობით საარჩევნო ბარათი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 27 იანვარს მარიამ იაკობის ასულმა კარაკეშევმა დამფუძნებელი კრების ცენტრალურ საპარლამენტო საარჩენო კომისიას დასაქმების თხოვნით მიმართა, რადგან მატერიალურად უჭირდა და სამსახური გაუმარტივებდა დღიურ ხარჯებთან გამკლავებას. მან სამუშაო იმავე დღეს მიიღო.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 27 იანვარს ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლის კურსდამთავრებულმა ბარბალე ილიას ასულმა მაჭავარიანმა დამფუძნებელი კრების ცენტრალურ საპარლამენტო საარჩევნო კომისიაში ითხოვა დასაქმება.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიწათმოქმედების მინისტრ დავით ონიაშვილის საბჭომ მოისმინა მოხსენება რეინვალდსისთვის საკონცესიო საფუძველზე შავი ზღვის ნაპირებში ზღვის ღორების ჭერის უფლების მინიჭების შესახებ. საბჭომ დაადგინა, ნება დაერთოთ. გადასახადთა განყოფილებას წინადადება მიეცა, ამ დადგენილების საფუძველზე ცვლილება შეეტანა ხელშეკრულებაში.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 იანვარს, 7 საათზე საქართველოს ტექნიკურ საზოგადოებაში გაიმართებოდა კრება. მოხსენებებს წაიკითხავდნენ: ინჟინერი ა. ცეიტლინი − „საქართველოს ნავთის მრეწველობის ისტორია“, ინჟინერი ი. ყიფშიძე − „უახლოესი პერსპექტივები საქართველოში ნავთის მრეწველობის შექმნისა“ და ასევე „ტყვარჩელის ქვა-ნახშირი და საკონცესიო ხელშეკრულება იტალიელებთან“. დასწრება თავისუფალი იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 26 იანვარს არასოციალისტური პარტიების კონფერენციის სხდომაზე საშინაო პოლიტიკის შესახებ მომხსენებელი სპირიდონ კედია იყო.

