რეგისტრირებული ფაქტები79680
სორტირება თარიღი კლებადობით
1990
ტიპი: ღონისძიება
1990 წელს ნიკოლოზ ივანეს ძე გუდიაშვილს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.
1989
ტიპი: ღონისძიება
1989 წლის მაისში პროფესორი გივი ჟორდანია თბილისიდან ტენისის შტატში შვილთან, ვახტანგ ჟორდანიასთან, ჩავიდა.
1989
ტიპი: ღონისძიება
1989 წლის მაისში ალექსანდრე სულხანიშვილმა დაწერა ყველაფერი, რაც გიორგი ბერბიჭაშვილის დაკითხვის შესახებ იცოდა, და სან-ფრანცისკოდან ტენისის შტატში გივი ჟორდანიას გაუგზავნა.
1989
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 18 მარტს ქუთაისის საოლქო სასამართლომ სარდიონ მაღრაძე პართენ, ნინო და ბარბარე მაღრაძეების მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. ბრალდებულს სამუდამო კატორღა მიესაჯა.
1989
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1989 წელს ალექსანდრე სულხანიშვილის ყოველთვიური პენსია სან-ფრანცისკოში 1000 დოლარი იყო.
1989
ტიპი: ღონისძიება
1989 წლის ზამთარში ალექსანდრე სულხანიშვილმა სან-ფრანცისკოში ჩასულ მოცეკვავეთა გუნდს 50-მდე წიგნი გამოატანა საქართველოში.
1989
ტიპი: ღონისძიება
1989 წელს სან-ფრანცისკოში ჩასული თენგიზ სულხანიშვილი ალექსანდრე სულხანიშვილს დაჰპირდა, რომ სამშობლოში ჩამოიყვანდა.
1989
ტიპი: ღონისძიება
1989 წელს გივი ჟორდანიას ამერიკიდან დაბრუნებისას სან-ფრანცისკოდან საქართველოში უნდა წამოეყვანა ალექსანდრე სულხანიშვილი და ვახტანგ ჯობაძე, მაგრამ 9 აპრილის მოვლენების გამო მათი წამოსვლა გადაიდო.
1989
ტიპი: თანამდებობა
1989 წელს ედუარდ ზურაბის ძე გუდავა რადიო „თავისუფლების“ რედაქციის თანამშრომელი იყო.
1989
ტიპი: თანამდებობა
1989 წელს თენგიზ ზურაბის ძე გუდავა რადიო „თავისუფლების“ რედაქციის თანამშრომელი იყო.
1989
ტიპი: ღონისძიება
1989-1990 წლებში რევაზ ვლადიმერის ძე გამცემლიძე პოლონეთში მცხოვრებ ქართველებზე გადაცემის მოსამზადებლად და ინტერვიუს ასაღებად ვარშავაში ნიკოლოზ მათიკაშვილს ესტუმრა. ნიკოლოზ მათიკაშვილმა გამცემლიძეს გადაცემისთვის საჭირო ყველა მასალა გაატანა.