რეგისტრირებული ფაქტები92705
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 3 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 8 საათზე თბილისის თავადაზნაურთა სადეპუტატო საკრებულოს დარბაზში დანიშნული იყო საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული საზოგადოების საერთო კრება, სადაც სერგი გორგაძე წაიკითხავდა რეფერატს „ივერიის მეფე ვახტაგ I და მისი დრო“.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 3 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, თბილისში ბრიტანელ ინჟინერ ვილჰელმ ლინდლეის ელოდნენ, რომლის ჩამოსვლაც ნატახტარში წყლის გაყვანილობას უკავშირდებოდა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებამ გუბერნიის მარშლად სიმონ დავითის ძე წერეთელი აირჩია.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 3 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, მამა დავითი, დედა მაკა დიანოზის ასული, ძმა ვასილი და დები: გოგოლი, შაშიკო, ელენა, მარია, პელაგია, მატრონა, მარგარიტა, ეკატერინა, სონა და თამარა დუმბაძეები ახლობლებს გიორგი დუმბაძის ტრაგიკულ დაღუპვას ატყობინებენ. დაკრძალვა 5 მარტს, შემოქმედის მონასტრის გალავანში გაიმართებოდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის 1916 წელს როსტომ წერეთელი „ლომისა და მზის“ II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს 1900 წელს სპარსეთში.
1916
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის 1916 წელს როსტომ წერეთელი წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის 1912 წელს როსტომ წერეთელი წმინდა ანას III და IV ხარისხის ორდენებით დააჯილდოვეს.
1903
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის 1903 წელს როსტომ წერეთელი წმინდა სტანისლავის III და II ხარისხის ორდენებით დააჯილდოვეს.
1923
ტიპი: გარდაცვალება
როსტომ წერეთელი დაიღუპა 1923 წელს, ბოლშევიკური რეჟიმის მხრიდან ქართული არისტოკრატიის წინააღმდეგ მიმართული მასობრივი რეპრესიების დროს.
1921
ტიპი: ღონისძიება
როსტომ წერეთელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსულ-თურქული ბოლშევიკურ ქემალისტური ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის მარტიდან, მთავრობის წევრებისა და ქართული გენერალიტეტის ზოგიერთი წარმომადგენლის მსგავსად არ წავიდა ემიგრაციაში და საქართველოში დარჩა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1921 წლებში როსტომ წერეთელი მეთაურობდა დარიალი-ვლადიკავკაზის მიმართულების ჯარებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
როსტომ წერეთელი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და აღდგენის შემდეგ, 1918-1921 წლებში, მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წელს როსტომ წერეთელი გადადგა სამხედრო სამსახურიდან წლოვანების გამო, მუნდირით და პენსიით.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 1 დეკემბერს როსტომ წერეთელი ნიჟეგოროდის დარაგუნთა 44-ე პოლკის დროებით მეთაურად დაინიშნა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1878 წლებში როსტომ წერეთელი რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდა, სადაც ისახელა თავი ყარსის ციხესიმაგრის შტურმში.
1938
ტიპი: გარდაცვალება
დიდი საბჭოური რეპრესიების დროს, 1938 წლის 2 იანვარს, არტემ ჯიჯიხია დააპატიმრეს, ანტისაბჭოთა განწყობებისა და მოღვაწეობის ბრალდებით გაასამართლეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სხვა ვერსიით – დახვრიტეს. მისი საფლავი არ არსებობს.

