საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72161

1977

ტიპი: გარდაცვალება

1977 წლის იანვარში გიორგი ნოზაძემ მიხეილ კვალიაშვილს შეატყობინა, რომ პარიზში ალექსანდრე კინწურაშვილი და ვალერიან ალექსანდრეს ძე ზაქარიაძე გარდაიცვალნენ.

1977

ტიპი: ღონისძიება

1977 წელს მიხეილ კვალიაშვილი პოზნანში გააფრთხილეს, რომ საზღვარგარეთიდან წიგნების მიღება კი შეეძლო, მაგრამ დარიგება არა და, თუ ამ ბრძანებას არ დაემორჩილებოდა, ციმბირში მოუწევდა დაბრუნება.

1977

ტიპი: ღონისძიება

1977 წელს არკადი სხირტლაძის მეუღლე, იანინა სხირტლაძე-კაჩინსკა, პოლონეთიდან საქართველოში ჩამოვიდა.

1977

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1977 წელს რევაზ ილიას ძე ლაღიძეს საქართველოს სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა.

1977

ტიპი: ორგანიზაცია

1977 წელს კალე ზოსიმეს ძე სალია საქართველოს საისტორიო საზოგადოების საპატიო უცხოელი წევრი იყო.

1977

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1977 წელს რევაზ ილიას ძე ლაღიძეს საქართველოს სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა.

1977

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1977 წელს სულხან თევდორეს ძე ცინცაძე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.

1976

ტიპი: გარდაცვალება

ბესარიონ ჟღენტი გარდაიცვალა 1976 წლის 18 ოქტომბერს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

1976

ტიპი: ავტორობა

1976 წელს გამოქვეყნდა ბონდო კეშელავას ლექსების კრებული „წუთიდან წუთამდე”.

1976

ტიპი: ავტორობა

1976 წელს გამოქვეყნდა ალექსანდრე გომიაშვილის პოეტური კრებული „ფიცი“.

1976

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1976 წელს მიხეილ კვალიაშვილის ქალიშვილი მანანა ოჯახთან ერთად ვარშავაში ცხოვრობდა.

1976

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1976 წელს მიხეილ კვალიაშვილის ქალიშვილი მაიკო მეუღლესთან, ექიმ აკაკი ნოეს ძე რამიშვილთან, ერთად ლონდონში ცხოვრობდა.

1976

ტიპი: თანამდებობა

1976 წელს მიხეილ კვალიაშვილი პოზნანის სამხედრო მუზეუმში მუშაობდა.

1976

ტიპი: ღონისძიება

1976 წელს თბილისში ირინა არკადის ასულ სხირტლაძის გმირობის შესახებ პატარა წიგნი გამოქვეყნდა.

1976

ტიპი: ღონისძიება

1976 წელს ნინო კვალიაშვილი 6 თვით ლონდონში დასთან, მაიკოსთან, ჩავიდა.

1976

ტიპი: ღონისძიება

1976 წელს მიხეილ კვალიაშვილს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებთან კავშირისა და ქართული ლიტერატურის დარიგების გამო პოზნანიდან საქართველოში ჩამოსვლა აუკრძალეს.

1976

ტიპი: თანამდებობა

1976-1991 წლებში თამაზ ევგენის ძე სანიკიძე საქართველოს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი იყო.

1976

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1976 წელს მერი შალვას ასულ დავითაშვილს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

1975

ტიპი: გარდაცვალება

1975 წლის 14 აგვისტოს ივანე ნანუაშვილი სან-ფრანცისკოში გარდაიცვალა.

1975

ტიპი: ავტორობა

1975 წლის აგვისტოში მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში გაუგზავნა ვიქტორ ნოზაძის ბოლო ნაშრომი – „ვეფხისტყაოსნის“ მიჯნურთმეტყველება“.

1975

ტიპი: ავტორობა

1975 წლის აგვისტოში მიხეილ კვალიაშვილი ნიკოლოზ მათიკაშვილს სწერდა, რომ ჰიტლერის ტყვეობიდან დაბრუნებული ივანე ნანუაშვილი დროებით მასთან, პოზნაზნში, ცხოვრობდა.

1975

ტიპი: ავტორობა

1975 წლის აგვისტოში მიხეილ კვალიაშვილი ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში სწერდა, რომ ივანე ნანუაშვილი მისი უფროსი ქალიშვილის, ნინოს, ნათლია იყო.

1975

ტიპი: ავტორობა

1975 წლის აგვისტოში მიხეილ კვალიაშვილმა ივანე ნანუაშვილის გარდაცვალების ამბის გასაგებად გიორგი ნოზაძესა და გიორგი ყიფიანს პარიზში მისწერა.

1975

ტიპი: ავტორობა

1975 წლის 8 იანვარს მიხეილ კვალიაშვილმა პოზნანის სამხედრო მუზეუმის მცველის თხოვნით ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ თავისი ომამდელი და ომის შემდგომი ნივთები მუზეუმისთვის გადაეცა.