საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91727

1883

ტიპი: თანამდებობა

1883 წლიდან ილარიონ გორგოძე მღვდლად მსახურობდა აჭარის მთებში, სოფელ ზეგანში.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს ილარიონ გორგოძემ ძნელად დაიყოლია მოსახლეობა, რომ ზედა ზეგანში სკოლა დაეარსებინათ. გორგოძეს ადგილობრივმა წარჩინებულებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა მოსახლეობამ მაინც შეძლო ამავე წელს სასკოლო სახლის აშენება.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს, ილარიონ გორგოძის თხოვნის შედეგად, მთავრობამ ზედა ზეგანს უსასყიდლოდ გადასცა სკოლის ასაშენებლად საჭირო ხე-ტყის მასალა. ადგილობრივი დიდგვაროვნების წინააღმდეგობის გამო სოფელმა ვერ ისარგებლა საჩუქრით და მოსახლეობამ მშენებლობის ხარჯი თავად გაიღო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ თანახმად, ივანე გრიგოლის ძე ჯალალოვი 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს ივანე ჯალალოვი ფოთის განყოფილების გამგეობის წევრი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს ლუარსაბ ყრუაშვილი ფოთის განყოფილების გამგეობის წევრი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 29 იანვრამდე ვ. გოცირიძე ქუთაისის სამაზრო გამომძიებლის მოვალეობის აღმსრულებელი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს ვ. გოცირიძე ქუთაისის საოლქო სასამართლოს პროკურორის მოადგილედ დაინიშნა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 29 იანვრამდე ა. რიჟაძე თბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორის მოადგილე იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ა. რიჟაძე თბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორად დაინიშნა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „დამოუკიდებელი საქართველო“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა „საქართველოს რესპუბლიკის ცნობა „de iure“-დ ევროპის სახელმწიფოების მიერ“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ივნისს მარო მაყაშვილი დაესწრო წარმოდგენას „მარგარიტა გოტიე" ნუცა ჩხეიძის მონაწილეობით.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ თანახმად, სტეფანე გოგინავა 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მედიცინის დოქტორ გ. გ. მეჰრაბიანს ბინა ბებუთოვის ქ. N23-ში ჰქონდა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის ნოემბერში ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის კომიტეტმა ეკლესიის წიგნსაცავის დარბაზში გამართა კრება გენერალ-ადიუტანტ ივანე გივის ძე ამილახვრის თავმჯდომარეობით.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გამოცდილმა იტალიელმა ქვის მჭრელმა ანჯელო ანდრეოლეტიმ ქაშვეთის ტაძრის აგება იკისრა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს გუბერნატორის კანცელარიის მმართველის უფროსი თანაშემწე პოტაპოვი თბილისის მაზრის უფროსის თანაშემწის თანამდებობის შესრულებას შეუდგა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ქართული თეატრის რეჟისორმა ვასო აბაშიძემ თანამდებობა დატოვა, მის ნაცვლად მიიწვიეს ვალერიან გუნია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სტომატოლოგმა კონსტანტინე არდაზიანმა განაახლა პაციენტების მიღება.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ეკატერინა ესიევა მუშაობდა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში მრეცხავად.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის გაზეთ „ცნობის ფურცელის" თანახმად, წინა წელს თბილისის საქალაქო საბჭომ საფინანსო კომისიის წევრად დანიშნა ხმოსანი ა. ა. ივანენკო, რომელიც ადგილობრივმა საგუბერნიო ადმინისტრაციამ არ დაამტკიცა, რის შემდეგაც გამგეობამ სენატში გაასაჩივრა. სენატმა განმარტა, რომ ივანენკოს დამტკიცება არ შეიძლებოდა, რადგან ის სამართალში იყო მიცემული.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 8 ნოემბერს ქუთაისში გამართულ სამეურნეო საზოგადოების განყოფილების კრებაზე აგრონომმა კონსტანტინე ტიმოფეევმა წაიკითხა მოხსენება სიმინდის ახლად მოვლენილი ჭიისა და მის საწინააღმდეგო ბრძოლის საშუალებათა შესახებ.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მთავრობის განკარგულებით ილია სახურია შემახის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების ფოსტალიონად დაინიშნა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ა. ს. ბაბოვმა ქალაქის გამგეობაში შეიტანა წინადადება, ლომბარდის სალარო და ნივთების საწყობი სამართავად რომელიმე არტელისთვის გადაეცათ.