საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91727

1903

ტიპი: ორგანიზაცია

1903 წელს ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში გაწევრიანდა. 20 წლის განმავლობაში იყო პარტიის წევრი, ასევე სათავეში ედგა რკინიგზელთა კავშირს, არალეგალური მუშაობის დროს კი არალეგალურ მენშევიკურ პროფკავშირებში მუშაობდა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ სულ გასცა 20644 მანეთისა და 61 კაპიკის ღირებულების წიგნები. 1906 წლის ქშწკგ საზოგადოების წლიურ ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს კონსტანტინე დიმიტრის ძე მიქელაძე გზათა სამინისტროს იურისკონსულტი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს კონსტანტინე დიმიტრის ძე მიქელაძე გზათა სამინისტროს იურისკონსულტი იყო.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ლადიმა მახარაძემ თბილისის ვაჟთა მე-6 გიმნაზია დაამთავრა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 27 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა იოსებ ხანანაშვილის წერილი „ეროვნული მომენტი ჩვენი პარტიის იდეოლოგიაში“.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, 1921 წლის დეკემბერში გამართული ცისფერყანწელთა კონფერენციის თავმჯდომარე იყო გრიგოლ რობაქიძე, მდივანი – შალვა აფხაიძე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ცისფერყანწელების კონფერენციაზე პაოლო იაშვილმა მათი ხუთწლიანი მუშაობის შესახებ მოხსენება წაიკითხა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ რუბრიკით „ბიბლიოგრაფია“ დაიბეჭდა პეტრე დადვაძის წერილი გერჰარდ ჰაუპტმანის შესახებ.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909-1910 წლების სეზონზე ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ გადაწყვიტა, დაეარსებინა რეჟისორის დამხმარე წრე ასეთი შემადგენლობით: გრიგოლ ტიტეს ძე რობაქიძე, ალექსანდრე ყანჩელი, ილია ელეფთერის ძე ზურაბიშვილი, ნიკო მერაბის ძე ლორთქიფანიძე, მიხეილ საბას ძე ადამაშვილი და სხვ.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909-1910 წლების სეზონზე ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ გადაწყვიტა, დაეარსებინა რეჟისორის დამხმარე ასეთი შემადგენლობით: ტრიფონ რამიშვილი, ლევან თედოს ძე მეტრეველი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, ალექსანდრე პეტრეს ძე სარაჯიშვილი, მოსე ივანეს ძე თოიძე და სხვ.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს რეჟისორმა ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილმა დიდი სცენების მოწყობასა და რეპეტიციებზე დამხმარედ კონსტანტინე ანდრონიკაშვილი აირჩია.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის სექტემბერში იოსებ იმედაშვილი ქართული დრამატული საზოგადოების საქმისმწარმოებლად მიიწვიეს.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის მარტში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი დრამატულმა საზოგადოებამ რეჟსორად დანიშნა. იგი უსასყიდლოდ მუშაობდა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის დეკემბერში კონსტანტინე ზაქარიას ძე მაყაშვილმა ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრობის კანდიდატობაზე უარი თქვა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ნიკოლოზის ძე ბოჭორიშვილის ლექსი „ზოგი ეტრფის პირბადრ მთვარეს, ...“.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წლის 2 თებერვალს ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრობაზე უარი თქვა თავმჯდომარის მოადგილემ, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუამ.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის ნოემბერში ალექსანდრე ჯაბადარმა ქვეყნიდან გამგზავრების გამო ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის სექტემბერში ივანე გომართელი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრობის კანდიდატი იყო.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის სექტემბერში პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ელენე დეკანოზიშვილის თხზულება „მოკვდა“.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის დეკემბრის შემდეგ ალექსანდრა კარგარეთელმა ავადმყოფობის გამო ქართული დრამატული დასი დატოვა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის დეკემბერში მარგარიტა ქილარჯიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის ნებართვით ქუთაისის დასში გადავიდა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის იანვარში ელისაბედ ჩერქეზიშვილმა ოჯახური მდგომარეობის გამო ქართული დრამატული საზოგადოების დასი დატოვა.

1909

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1909 წლის 27 ოქტომბრიდან ვასო აბაშიძე ავადმყოფობის გამო 1909-1910 წლების სეზონზე სპექტაკლებში აღარ მონაწილეობდა.