საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91729

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ 13 იანვარს თბილისში, მიხეილის საავადმყოფოში, გარდაიცვალა ქართველი ფარმაცევტი ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილი, რომელიც ცნობილი იყო არა მხოლოდ ფარმაციაში, არამედ ქართულ მწერლობაშიც.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 6 ივნისის დროების ცნობით, მიხეილ ნასიძეს „დედა-ენის“ მსგავსი საყმაწვილო წიგნის გამოცემა სურდა, რომლის სახელწოდება „სამშობლო ენა“ იქნებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 ივნისს კოტე მესხი ქუთაისში გამართულ საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 ივნისს ქუთაისში ესტატე მჭედლიძის პანაშვიდს გაბრიელ ეპისკოპოსი დაესწრო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 ივნისს ქუთაისის საქალებო სასწავლებლის სასარგებლოდ გამართულ ღონისძიებას ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი, დიმიტრი ყიფიანი და ადგილობრივი ინტელიგენცია დაესწრო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 6 ივნისის „დროების“ ცნობით, ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობა კონსტანტინე ყიფიანის შრომითა და ძალისხმევით ისევ ფუნქციონირებდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 6 ივნისის „დროების“ ცნობით, ს. დვალს ონის გამსესხებელ-შემნხაველთა ამხანაგობის თანხის უკანონოდ დახარჯვაში სდებდნენ ბრალს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 7 ივნისის „დროებაში“ რაჟდენ ჩიკვაიძის სტატია „ხმა ქუთაისიდან“ დაიბეჭდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№1) დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის, ჭიტას ფსევდონიმით, წერილი „სადღესასწაულო მოგზაურობა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 10 იანვარს ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ №2-ში დაიბეჭდა ლევან მეტრეველის ლექსი „შორეულს“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 10 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვასილ ურუშაძის მოთხრობა „ლისას ბედი“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის იანვარში, რუსეთში ოთხწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი საქართველოში დაბრუნდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს პარმენ ალექსანდრეს ძე გოთუა გაზეთ „Новая речь“-ის რედაქტორ-გამომცემელი იყო.

1899

ტიპი: გარდაცვალება

1899 წლის 8 მაისს მღვიმევის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი გერონტი ელისეს (ვლასის) ძე ჭიჭინაძე გარდაიცვალა.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893-94 წლებში ლავრენტი მაქსიმეს ძე დევიძე მღვიმევის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894-1902 წლებში სპირიდონ პეტრეს ძე ბრეგვაძე მღვიმევის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899-1917 წლებში ლეონტი ანდრიას ძე იაკობაშვილი მღვიმევის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 17 თებერვალს მღვიმევის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი ლეონტი ანდრიას ძე იაკობაშვილი გარდაიცვალა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვასილ ურუშაძის, ბიჭი-ბიჭის ფსევდონიმით, შარჟი „ფილოსოფიური ლექცია“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვასილ ურუშაძის წერილი „გეილოცა გურულმა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 10 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№2) გამოქვეყნდა ს. გლახაშვილის სამმოქმედებიანი დრამის „წყურვილი“ პირველი სურათი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 10 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№2) დაიბეჭდა იოსებ მჭედლიშვილის ლექსი „სადღა არიან“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 10 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№2) დაიბეჭდა დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილის, ნარვილის ფსევდონიმით, სტატიის „დრამის მოკლე ისტორია“ მე-2 ნაწილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თბილისის საპატიმროში გაჩნდა ყვავილი, ამიტომ გუბერნიის ექიმმა თ. ც. ქიქოძემ იქაურობა დაათვალიერა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 10 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№2) დაიბეჭდა სიმონ ბესარიონის ძე ბადურაშვილის, ფსევდონიმით კ. ფშაველა, ლექსი „...ბედის კარებთან“.