რეგისტრირებული ფაქტები91729
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს იოსებ იმედაშვილი ყოველკვირეული სამხატვრო-სალიტერატურო და სათეატრო ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს სოფელ დიდ ჯიხაიშის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს თანხა შესწირეს ექვთიმე ტარიელის ძე მურღულიამ, ლუკა ტარიელის ძე მურღულიამ და ლუკა ვასილის ძე ესებუამ.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ივანე ლეჟავა იყო სოფელ დიდი ჯიხაიშის წიგნსაცავ-სამკითხველოს მმართველი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 ნოემბერს კავკასიის მთავარმართებელმა გრიგოლ გოლიცინმა გოლოვინის პროსპექტზე დაათვალიერა გომბორში მიმავალი არტილერიის ჯარი.
1840
ტიპი: გარდაცვალება
1840 წლის 26 დეკემბერს მღვიმევის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი იოანე ვაშაძე გარდაიცვალა.
1844
ტიპი: თანამდებობა
1844-49 წლებში სიმონ იოანეს ძე ვაშაძე მღვიმევის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი იყო.
1849
ტიპი: გარდაცვალება
1849 წლის 23 დეკემბერს მღვიმევის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი სიმონ იოანეს ძე ვაშაძე გარდაიცვალა.
1860
ტიპი: გარდაცვალება
1860 წლის 19 აგვისტოს მღვიმევის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი სპირიდონ ვაშაძე გარდაიცვალა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წელს დავით ბუჭუას ძე მასხარაშვილი მღვიმევის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი იყო.
1864
ტიპი: თანამდებობა
1864-93 წლებში ისიდორე სიმონის ძე ვაშაძე მღვიმევის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი იყო.
1872
ტიპი: თანამდებობა
1872-99 წლებში გერონტი ელისეს (ვლასის) ძე ჭიჭინაძე მღვიმევის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი იყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 25 იანვარს ვლადიმერ დიმიტრის ძე ხოფერიამ ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძეს აცნობა, რომ ახალსენაკის ქალაქში ორი ათას ორასი ამომრჩეველი იყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 31 იანვარს შალვა ერმალოზის ძე გენძეხაძემ დამფუძნებელი კრების ცენტრალურ საპარლამენტო საარჩევნო კომისიაში ითხოვა დასაქმება.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879-1880 წლებში ჩამოყალიბებული ქართული დრამატული დასის წარმოდგენებში მარიამ საფაროვა-აბაშიძისა ახალგაზრდა ქალების როლებს ასრულებდა.

