რეგისტრირებული ფაქტები91729
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1780
ტიპი: თანამდებობა
1780 წელს ნიკოლოზ მარკოზის ძე ბურჯანაძე სოფ. ნაგარევის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888-1904 წლებში დიანოზ ლუკას ძე კუპრაშვილი ნაბოსლევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1904
ტიპი: თანამდებობა
1904-07 წლებში ვასილ ოქროპირის ძე ნიშნიანიძე ნაბოსლევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1834
ტიპი: თანამდებობა
1834-46 წლებში ბესარიონ ნიკოლოზის ძე ბურჯანაძე სოფ. ნაგარევის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს დიმიტრი ამაშუკელმა გაზეთ „ცნობის ფურცელში" მადლობა გადაუხადა მათ, ვინც სოფელ ამაშუკეთის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს შემწეობა აღმოუჩინა: რომანოზ სპირიდონის ძე ფანცხავას, ნადია ჭიჭინაძეს, ქეთევან ორჯონიკიძეს, ლიზა კიკნაძეს, მატრონა ბოკერიას.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907-17 წლებში ანდრია ლაზარეს ძე ლოსაბერიძე ნაბოსლევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1840
ტიპი: თანამდებობა
1840-85 წლებში სვიმონ ნიკოლოზის ძე ჯინჯიხაძე ნაბოსლევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1842
ტიპი: თანამდებობა
1842 წელს ოქროპირ გიორგის ძე ბუცხრიკიძე მწუხარელას (ახალი თერჯოლის) მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.
1838
ტიპი: თანამდებობა
1838 წელს ნიკოლოზ მარკოზის ძე ბურჯანაძე სოფ. ნაგარევის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1846
ტიპი: გარდაცვალება
1846 წლის 28 თებერვალს სოფ. ნაგარევის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი ბესარიონ ნიკოლოზის ძე ბურჯანაძე გარდაიცვალა.
1843
ტიპი: თანამდებობა
1843-71 წლებში ფილიპე გიორგის ძე მარგველაშვილი სოფ. ნაგარევის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1871
ტიპი: თანამდებობა
1871-1904 წლებში გაიოზ ნიკოლოზის ძე ბურჯანაძე სოფ. ნაგარევის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1904
ტიპი: თანამდებობა
1904-17 წლებში სამსონ გაიოზის ძე ბურჯანაძე სოფ. ნაგარევის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1885
ტიპი: გარდაცვალება
1885 წლის ივნისში ბაქოში პოლიცმაისტერის თანაშემწე ჯაფარ-ბეგ-ვიზიროვი მოკლეს.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ექიმი კონსტანტინე გრძელიშვილი პაციენტებს მიხეილის ქუჩაზე მდებარე გერმანული ეკლესიის მოპირდაპირე შენობაში იღებდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 21 იანვრის გაზეთი „საქართველო“ გაზეთ „ბათუმის ეხოზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ ბათუმის ოლქის საგანგებო რწმუნებულმა გრიგოლ გიორგაძემ მთავრობას თანამდებობიდან გათავისუფლება სთხოვა. შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბაქოში ბეგების მეთაურობით რვა ათასი ცხენოსანი ბოლშევიკებს მათ მიერ მოწყობილი „ძარცვის კვირის“ გამო აუჯანყდა. სხვა ადგილას აჯანყდა ორათასიანი რაზმი, რომელსაც მეთაურობდა რუსეთის არმიის ოფიცრად ნამყოფი აღლაროვი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ მოისმინა ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის მოხსენება სავაჭრო და სამრეწველო დაწესებულებების რევიზიის შესახებ და დაადგინა, მიეცათ უფლება მინისტრისთვის იმ წარმოებათა რევიზიის, რომელთაც სახელმწიფო დახმარება მიეცათ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის მოხსენების თანახმად, მთავრობამ დაადგინა, ქალაქთა კავშირსა და კოოპერატივთა ცენტრალურ კავშირს სესხად მისცემოდა 15 მილიონი მანეთი ხუთი წლის ვადით 31/2 პროცენტით სამრეწველო თანხიდან.

