რეგისტრირებული ფაქტები91446
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეკატერინე თევდორეს ასული ვაშაკიძე ექვთიმე სვიმონის ძე ვაშაკიძის მეუღლე იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი ექვთიმეს ძე ვაშაკიძე ექვთიმე სვიმონის ძე ვაშაკიძის ვაჟი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კონსტანტინე ექვთიმეს ძე ვაშაკიძე ექვთიმე სვიმონის ძე ვაშაკიძის ვაჟი იყო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 1-ელი აპრილის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქუთაისში მარუსია (გვილიფხი) ლევანის ასული დადეშქელიანი-კუპრაშვილისა გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 2 აპრილს მარუსია (გვილიფხი) ლევანის ასულ დადეშქელიანი-კუპრაშვილს ქუთაისში, საკუთარი სახლიდან (ქვარიანების ქუჩა) გამოასვენებდნენ და მწვანეყვავილას მთავარანგელოზის ეკლესიაში დაკრძალავდნენ.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 1-ელი აპრილის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ბაცუნია დადეშქელიანისა მარუსია ლევანის ასულ დადეშქელიანი-კუპრაშვილის დედა იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 1-ელი აპრილის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მარუსია ლევანის ასული დადეშქელიანი-კუპრაშვილისა პუბლიცისტ ლევან დადეშქელიანის ქალიშვილი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 1-ელი აპრილის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მწერალი ბაჭუა კუპრაშვილი მარუსია ლევანის ასულ დადეშქელიანი-კუპრაშვილის მეუღლე იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 1-ელი აპრილის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მინადორა კუპრაშვილი მარუსია ლევანის ასულ დადეშქელიანი-კუპრაშვილის დედამთილი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 1-ელი აპრილის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მურზაყან კონსტანტინეს ძე დადეშქელიანი მარუსია ლევანის ასულ დადეშქელიანი-კუპრაშვილის ბიძა იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 1-ელი აპრილის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, პაშა დადეშქელიანი მარუსია ლევანის ასულ დადეშქელიანი-კუპრაშვილის ბიცოლა იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 1-ელი აპრილის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ცაბუ კონსტანტინეს ასული დადეშქელიანი-ჩიქოვანისა მარუსია ლევანის ასულ დადეშქელიანი-კუპრაშვილის მამიდა იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 1-ელი აპრილის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, პაშა დადეშქელიანი მურზაყან კონსტანტინეს ძე დადეშქელიანის მეუღლე იყო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 2 აპრილს ალექსანდრე ივანეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანის სულის მოსახსენიებლად სიონის ტაძარში წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 1-ელი აპრილის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მარიამ ვახტანგის ასული ჯამბაკურ-ორბელიანი ალექსანდრე ივანეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანის მეუღლე იყო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 1-ელი აპრილის გაზეთ „საქართველოში“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამდივან-მწიგნობროს მოსამსახურეები იუწყებოდნენ თანამშრომლის, ელენე სვიმონის ასულ კლდიაშვილის უდროოდ გარდაცვალებას. დაკრძალვა 1-ელ აპრილს ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის სასაფლაოზე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ელი აპრილის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ელენე სვიმონის ასული კლდიაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკა-ბუნებისმეტყველების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 21 ივნისს ერობათა კავშირის ამიერ-კავკასიის განყოფილების ბუღალტერიის გამგედ ფილიპე გოგიჩაიშვილის ადგილას, კოლეგიის სურვილის თანახმად, დაინიშნა იაკობ საიანოვი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 18 ნოემბერს ახალ-სენაკის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების გამგეობამ გამოსცა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ვლადიმერ ხოფერიას არჩევას პარტიის წარმომადგენლად ეროვნულ ყრილობაზე.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 16 აპრილს ზესტაფონში გაიმართა ეროვნულ-დემოკრატთა კრება, რომელზეც თბილისიდან მიწვეული იყო იოსებ მაჭავარიანი, ხოლო ქუთაისიდან – ვასილ წერეთელი. შეხვედრისას მათ განმარტეს პარტიის პროგრამა.
1917
ტიპი: გარდაცვალება
1917 წლის 20 ივლისს ვერაზე, იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიის გალავანში, დაკრძალეს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაცვლილი გენერალი გიორგი ხიმშიაშვილი. მას წესი აუგეს ქაშვეთის ეკლესიაში.წირვას დიდძალი საზოგადოება დაესწრო, მათ შორის მხედრობის რაზმი.

