რეგისტრირებული ფაქტები85175
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 28 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ანთიმოზ ჯუღელის ლექსთა კრებული „სიყვარული“ ზაქარია გრიქუროვის, გრიგოლ ჩარკვიანისა და ვართანოვის მაღაზიებში გაიყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 29 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ქუთაისში არსებული ყველა უძრავი ქონების გამგებლობა გიორგი ღოღობერიძეს, გიორგი აბაშიძეს და ს. ღულაძეს დაავალეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 30 ნოემბრის „დროებაში“ ნინო ადრეევსკისას მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება დაიბეჭდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14 ივნისის საღამოს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საქმეების მოსაგვარებლად შერჩეული საგანგებო დეპუტაციის წევრები, დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე და მიხეილ მაჩაბელი პეტერბურგს მიემგზავრებოდნენ.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 25 იანვარს ბათუმის დრამატული საზოგადოების გამგეობამ თავმჯდომარედ აირჩია სიმონ (სოსიკო) გურგენის ძე მდივანი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 10 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის პერიოდში ევგენი გეგეჭკორმა წერილი მისწერა სტამბოლში დიპლომატიურ წარმომადგენელ გრიგოლ რცხილაძეს ქალაქისა და მისი მუშაობის ნაყოფიერების უდიდეს მნიშვნელობაზე ევროპის საერთო პოლიტიკაში.
1930
ტიპი: ღონისძიება
1930 წლის 20 მაისს ევგენი გეგეჭკორმა წერილი მისწერა ვარშავაში მთავრობის წარმომადგენელ იოსებ სალაყაიას მის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოწოდების თაობაზე.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წლიდან არტემ ახნაზაროვი სისტემატურად ათავსებდა თავის თხზულებებს გაზეთებში: „ნიანგი“, „პიონერი“, „ოქტომბრელი“, „მნათობი“, „ახალი თაობა“ და „სალიტერატურო გაზეთი“.
1951
ტიპი: ღონისძიება
1951 წელს გამოქვეყნდა ევგენი გეგეჭკორის პუბლიცისტური წერილი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ, რომელშიც ის საუბრეობს ჩერჩილის, ჰიტლერისა და სტალინის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა გეგმაზე.
1827
ტიპი: გარდაცვალება
1827 წლის 15 ნოემბერს შქმერის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გიორგი ნაცვლიაშვილი გარდაიცვალა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 იანვარს დრამატურგიული საზოგადოების წლიურ კრებაზე ცნობილი გახდა, რომ მსახიობ ვალერიან შალიკაშვილისთვის ყოველთვიური 50 მანეთის მიცემა შეუწყვეტიათ. შალიკაშვილი ძალიან ავად ყოფილა და თან არავითარი სახსარი არ გააჩნდა. კრებამ დაავალა გამგეობას მისთვის დანაკლისის, 250 მანეთის ანაზღაურება და ყოველთვიური 50 მანეთის გადახდა.
1917
ტიპი: მფლობელობა
1917 წლის 3 იანვარს დრამატურგიული საზოგადოების წლიურმა კრებამ გამგეობას ვასო აბაშიძის ბიბლიოთეკის შეძენა დაავალა. კრებაზე ითქვა, რომ ვასო აბაშიძე მზად იყო, მისი საკმაოდ მოზრდილი ბიბლიოთეკა, მათ შორის 160 მარტო ქართული პიესა და ასევე ბევრი რუსული, დრამატურგიულ საზოგადოებას 320 მანეთად დაუთმოს.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 29 მარტს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემა ათ შაურად გაიყიდებოდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში გერასიმე კალანდარიშვილთან და ბესარიონ ხელთუფლიშვილის მაღაზიაში.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 26 ოქტომბერს ჭელიაღელეს მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი სვიმონ დავითის ძე მიქიაშვილი გარდაიცვალა.
1830
ტიპი: გარდაცვალება
1830 წლის 8 ნოემბერს ჭელიაღელეს მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი მარკოზ კობახიძე გარდაიცვალა.