რეგისტრირებული ფაქტები90189
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 9 მარტს თბილისის სამსჯავრო პალატაში ივანე მაჭავარიანის საქმე განიხილეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 1 მარტის გაზეთ „დროების“ ცნობით, ფრენკელი ივანე მაჭავარიანის ადვოკატი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს კავკასიის მთავარმართებელი გოლიცინი ერევნიდან დაბრუნდა თბილისში, სადაც რკინიგზის კურთხევას დაესწრო.
1901
ტიპი: მფლობელობა
1901 წელს კავკასიის სამეურნეო-სამრეწველო გამოფენაზე ქების ფურცლით დააჯილდოვეს ვ. გ. მაჩაბელი, კურდღელაშვილი, ციციშვილი, ს. ბ. ვაშაკიძე, თათია ხარანაული.
1901
ტიპი: მფლობელობა
1901 წელს კავკასიის სამეურნეო-სამრეწველო გამოფენაზე ქების ფურცლით დააჯილდოვეს ზაქარია ფურცხვანიძე, ა. ნ. ორბელიანი, ა. ა. კალატოზიშვილი, ი. ს. სულხანიშვილი, გ. ი. თოიძე, პ. ანდ. პაპუნაშვილი.
1901
ტიპი: მფლობელობა
1901 წელს კავკასიის სამეურნეო-სამრეწველო გამოფენაზე ქების ფურცლით დააჯილდოვეს იულია იოს. ასათიანი, დათიკო არღუთინსკი, ნ. დ. ინჯია, ივ. მამაჯანოვი, ა. კ. ხიზანიშვილი.
1925
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1925 წლიდან ივანე ანდრონიკაშვილი პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.
1958
ტიპი: თანამდებობა
1958-1962 წლებში ივანე ნიკოლოზის ძე ანდრონიკაშვილი მიუნხენის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე იყო.
1983
ტიპი: ავტორობა
1983 წლის 10 აპრილს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ გრიგოლ ფერაძის ბიბლიოთეკა, ათონის ქართული მონასტრიდან ჩამოტანილი ხელნაწერი წიგნები, სამღვდელო მოსასხამი, საბეჭდი მანქანა ქართული, რუსული და ინგლისური ანბანით და მისი სხვა ნივთები რუსულმა ეკლესიამ წაიღო.
1983
ტიპი: ღონისძიება
1983 წლის 10 აპრილს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში გაუგზავნა „ვეფხისტყაოსანი“, რაფიელ ერისთავის თხზულებები, „არსენა მარაბდელი“ და გიორგი ლეონიძის ლექსები.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1921 წლებში შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი იყო.

