საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33213

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 10 აგვისტოს ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის კურსდამთავრებულმა, ვლადიმერ გედევანის ძე ლაბაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას სტიპენდიის დასანიშნად საზოგადოების მთავარ გამგეობასთან შუამდგომლობა სთხოვა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 11 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ქართულ-მეგრული ლექსიკონის გამოცემისათვის პეტრე გიორგის ძე ჭარაიას გრიგოლ დადიანის სახელობის პრემია, 400 მანეთი, გადასცა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 11 მარტს მარიამ ოტიას ასულმა ვარდოსანიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 1905 წელს მოსე მთავრიშვილის მიერ რაფიელ ერისთავის ფონდისათვის გადაცემული 800 მანეთიდან 60-ის ქუთაისის საკვირაო სკოლისათვის გადაცემა სთხოვა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 28 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს შიო ზაქარიას ძე არაგვისპირელს (დედაბრიშვილს), შალვა ანტონის ძე მიქელაძესა და არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილს ქალთა წრის მიერ გამართულ სეირნობაში მონაწილეობა დაევალათ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გაეცნენ ლ. დანილენკოს განცხადებას თბილისიდან დროებით გამგზავრებისა და ავჭალის ბიბლიოთეკის გამგედ თავის ნაცვლად ნინო ეგოროვისას დატოვების შესახებ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 17 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ქეთევან ანდრონიკაშვილის თხოვნა, დახმარებოდნენ მის შვილს, ქართული გიმნაზიის მოსწავლეს. გამგეობამ ანდრონიკაშვილს უარი უთხრა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 28 იანვარს ანა (ოლღა) ილიას ასულმა სოლოღაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ერთი წლით სტიპენდია სთხოვა. იგი საზოგადოებას სწავლის დასრულების შემდეგ თანხის ნაწილ-ნაწილ დაბრუნებას შეჰპირდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას განცხადება ახალი წევრების ასარჩევად საგანგებო საზოგადო კრების მოწვევის თაობაზე.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 16 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს სამსონ ფირცხალავას განცხადება საზოგადოების წიგნის მაღაზიის სხვა ადგილზე გადატანის თაობაზე. ფირცხალავას თქმით, აგვისტოში მაღაზიას დიდი ვაჭრობა ექნებოდა, ამიტომ გადატანა ივლისში უნდა მოესწროთ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 10 აგვისტოს ალექსანდრა თვალაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შვილის, ბესარიონ სვანიძისთვის სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 24 იანვარს ნინო ალექსის ასულმა ფურცელაძისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შვილის, შალვა ფურცელაძისთვის სპეციალურ სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე იყო გიორგი ლასხიშვილი, თუმცა მის მაგივრობას ზოგჯერ დავით კარიჭაშვილი ასრულებდა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 5 მაისს იოსებ პავლეს ძე სიჭინავამ თავისი ბიძის, ალექსი სიჭინავას, ნაანდერძევი 1000 მანეთის სოხუმის განყოფილებისათვის გადაცემის თაობაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მზრუნველთა საბჭოს წინაშე შუამდგომლობის აღძვრა სთხოვა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 16 ივნისს მიხაილოვის საავადმყოფოს სულით ავადმყოფთა განყოფილების გამგემ, ნესტორ კახეთელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შვილის, კონსტანტინე კახეთელიძისთვის სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სვიმონ კლდიაშვილის გეგმა ილია ჭავჭავაძის სახლში ბიბლიოთეკა-მუზეუმის გადატანის შესახებ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 25 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას განცხადება ბიბლიოთეკა-მუზეუმის ილია ჭავჭავაძის სახლში გადატანის შესახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 20 მაისს მოსკოვის საქალაქო უნივერსიტეტის მსმენელმა, ექვთიმე დავითის ძე კაპანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდია სთხოვა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ნინო ორბელიანის თხოვნა დახმარების თაობაზე. გამგეობამ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 28 ივლისს კონსტანტინე ალექსანდრეს ძე კოსტანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას პოლიტექნიკურ სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 25 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე მოისმინეს ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლის თხოვნა ხელთუბნის სკოლის ხელახლა გახსნის შესახებ. მას და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძეს დაევალათ სკოლის შენობის დათვალიერება და ხარჯების გამოთვლა, რა ოდენობის თანხა დასჭირდებოდა მის შეკეთებას.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 ოქტომბერს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შეატყობინა, რომ ელენე ბაბუთოვისას ყულაბაში 88 კაპიკი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 ოქტომბერს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შეატყობინა, რომ ეკატერინე გაბაშვილის ყულაბაში 8. 30 მანეთი იყო.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს მელიტონ გობეჩიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ ქართული ლიტერატურის შესახებ ფრანგული წიგნაკის გამოცემას აპირებდა და დახმარება სთხოვა. გამგეობას ამისთვის თანხა არ ჰქონდა გამოყოფილი, ამიტომ უარი უთხრეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 30 დეკემბერს კიევის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა, მიხეილ ტყავაძემ სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 24 თებერვალს ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილმა და მოსკოვში მცხოვრებმა სხვა ქართველმა სტუდენტებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად ხელნაწერები გაუზავნეს.