საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90189

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ ნიკოლოზის ასული ყაზახაშვილი ელისაბედ (ლიზა) ნიკოლოზის ასული ციხისთავიშვილის და იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თინათინ ნიკოლოზის ასული ყაზახაშვილი-იაგორაშვილისა ელისაბედ (ლიზა) ნიკოლოზის ასული ციხისთავიშვილის და იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანა ნიკოლოზის ასული ყაზახაშვილი-ჭავჭავაძისა ელისაბედ (ლიზა) ნიკოლოზის ასული ციხისთავიშვილის და იყო.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ეგზარქოსი, ყოვლად უსამღვდელოესობა ალექსი პეტერბურგში ჩავიდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს, ხიდისთავის უფასო სამკითხველოს გამგის, ანტონ რამიშვილის ცნობით, სიმონ ჭანიშვილმა სამკითხველოს 1898 წელს გამოცემული წიგნი "Русская школа" შესწირა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ხიდისთავის სამკითხველოს გამგის, ანტონ რამიშვილის ცნობით, ხიდისთავის უფასო სამკითხველოს ერმალო სიორიძემ ხუთი ქართული და ორი რუსული წიგნი შესწირა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს რკინიგზის გზების უფროსმა ე. ლ. ვედენეევმა თხოვნით მიმართა თბილისის სადგურის მოხელეებსა და ჟანდარმთა სამმართველოს, ხელქვეითი მოსამსახურეებისთვის გამოეცხადებინათ, რომ რკინიგზის სადგურზე ქურდის დაკავებისათვის ჯილდოს გადასცემდნენ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1989 წელს საქართველოს ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენელ დეპუტატთა კრებამ აირჩია 14-კაციანი კომისია, რომლის წევრებიც იყვნენ: ტატიშვილი, დავით ციცქიშვილი, კირილე ღვთისავრიშვილი, ლ. ნათიძე, რობიტაშვილი, გრძელიშვილი, მღვდლები – დ. ტყემალაძე, ჯაჯანიძე.

1901

ტიპი: გარდაცვალება

1901 წლის 20 დეკემბერს გარდაიცვალა ბორჩალოს მაზრის უფროსი კოტოვიჩი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 20 დეკემბერს პეტერბურგში, თავად-აზნაურთა საკრებულო დარბაზში, გაიხსნა რუსეთის ბუნებისმეტყველთა და ექიმების მეთერთმეტე კრება, რომლის საპატიო თავმჯდომარე იყო პრინცი ალექსანდრე ოლდენბურგელი.

1810

ტიპი: თანამდებობა

1810-47 წლებში ლუკა კიკნაველიძე სოფ. ზედა ზეგნის მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესიის მღვდელი იყო.

1835

ტიპი: თანამდებობა

1835 წელს იესე ჭიჭინაძე სოფ. ზეგნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1835

ტიპი: თანამდებობა

1835 წელს დავით მოსიძე სოფ. ზეგნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881-1917 წლებში ილარიონ იოვანეს ძე გორგოძე სოფ. ზეგნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს იოვანე გიორგის ძე გორგოძე სოფ. ზეგნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1848

ტიპი: თანამდებობა

1848 წელს ნიკოლოზ მარკოზის ძე ბურჯანაძე სოფ. ზეგნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კომისია ქალაქის გამგეობის წევრის, ამბარცუმ ენფიანჯიანცის თავმჯდომარეობით შეუდგა ელექტრონული ტრამვაის შესახებ უსახელო საზოგადოების მიერ წარმოდგენილი პროექტის განხილვას. კომისიის სხდომებში მონაწილეობდა უსახელო საზოგადოების დირექტორი რაგოლერი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სიმონ სიდამონ-ერისთავი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის I ქვეითთა დივიზიის შტაბის მეთაური იყო.

1950

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1950 წელს სიმონ სიდამონ-ერისთავი ამერიკელ მეუღლესთან, ენ ტრეისთან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობდა.

1997

ტიპი: ღონისძიება

1997 წელს ნოშრევან გალაშვილი საზღვარგარეთ არსებული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და საქართველოში დაბრუნების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს ზაქარია ბესარიონის ძე სამადალოვი ავლაბრის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესიის მედავითნე იყო.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს ალექსი ბესარიონის ძე სამადალოვი სიონის დიაკვანი იყო.

1975

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1975 წელს, ივანე ნანუაშვილის ანდერძის თანახმად, მისი ქონების მემკვიდრეები გახდნენ გოგი ჯავახიშვილის ქალიშვილი და სიძე, რომლებიც ლოს-ანჯელესში ცხოვრობდნენ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 დეკემბერს ახალი მარშლის, სიმონ ნიკოლოზს ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გაიმართა ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრება.

1899

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1899 წლის 31 აგვისტოს ბაკურციხის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდლის, რომანოზ ფერაძის ოჯახში ვაჟი, გრიგოლი, დაიბადა.