საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90189

1879

ტიპი: გარდაცვალება

1879 წლის მაისში სოფ. ზედა ზეგნის მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესიის მღვდელი იოვანე მახარობელას ძე დოგრაშვილი გარდაიცვალა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906-17 წლებში ბესარიონ იაკობის ძე ვაშაძე სოფ. ზედა რგანის მთავარანგელოზ გაბრიელის ეკლესიის მღვდელი იყო.

1783

ტიპი: თანამდებობა

1783 წელს გიორგი შაქარას ძე სამყურაშვილი სოფ. ზედა რგანის მაცხოვრის (კვირაცხოვლის) ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს, ჭიათურის ხიდისთავის სამკითხველოს გამგის, ანტონ რამიშვილის ცნობით, ხიდისთავის საზოგადო სახლს მოსე ნინიძემ და ერმალო კალანდაძემ თითო ქართული წიგნი შესწირეს.

1981

ტიპი: ავტორობა

1981 წლის 25 იანვარს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა და პოლონეთის არმიაში მოღვაწე ქართველ იუნკერთა სიის გაგზავნა სთხოვა.

1946

ტიპი: ნასამართლეობა

1946 წელს იან რუდოლფ მაევსკი ბოლშევიკებმა დააპატიმრეს და 7 წლით ციხეში ჯდომა მიუსაჯეს.

1944

ტიპი: თანამდებობა

1944 წელს, ვარშავის აჯანყების დროს, იან რუდოლფ მაევსკი 25-ე ქვეითთა ბატალიონს ხელმძღვანელობდა. აჯანყების დამარცხების შემდეგ კი პარტიზანულ რაზმში იბრძოდა.

1977

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1977 წელს არკადი სხირტლაძის მეუღლე იანინა სხირტლაძე-კაჩინსკა პოლონეთიდან საქართველოში ჩამოვიდა.

1981

ტიპი: ავტორობა

1981 წელს სან-ფრანცისკოში ალექსანდრე სულხანიშვილის თხზულება „ჩემი მოგონებანი“ გამოიცა.

1981

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1981 წელს ალექსანდრე სულხანიშვილი სან-ფრანცისკოში, ტერა ვისტას №145-ში, ცხოვრობდა.

1949

ტიპი: გარდაცვალება

1949 წლის 5 იანვარს პოლონეთის არმიის მე-17 პოლკის მეთაური იან რუდოლფ მაევსკი ციხეში გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს.

1949

ტიპი: თანამდებობა

1949 წელს, იან რუდოლფ მაევსკის სიკვდილის შემდეგ, პოლონეთის არმიის მე-17 პოლკის მეთაურობა ვანო ბაქრაძეს დაევალა.

1944

ტიპი: ღონისძიება

1944 წელს ივანე ქავთარაძე ვარშავის აჯანყებაში მონაწილეობდა.

1973

ტიპი: ღონისძიება

1973 წელს მიხეილ კვალიაშვილი მცხეთის ეპისკოპოსს შეხვდა და კირიონ კათოლიკოსის პროექტის „პერსონალური კავშირი რომთან“ შესახებ ესაუბრა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) ქორის ფსევდონიმით წერილი „მეაბრეშუმეობა“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია), რუბრიკაში „ჩვენი კორესპონდენტები“ დემოკრატის ფსევდონიმით წერილი „ს. სიქთარუა“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია), რუბრიკაში „ჩვენი კორესპონდენტები“ დემოკრატის ფსევდონიმით წერილი „თერჯოლის თემი“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია), რუბრიკაში „ჩვენი კორესპონდენტები“ გალიუს ფსევდონიმით წერილი „სამურზაყანო“ გამოქვეყნდა.

1980

ტიპი: ღონისძიება

1980 წლის 25 თებერვალს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბიბლიოთეკას გაუგზავნა „საქართველოს ხელოვნების ისტორია“ პოლონურ ენაზე.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს, ხიდისთავის უფასო სამკითხველოს გამგის, ანტონ რამიშვილის ცნობით, ხიდისთავის საზოგადო სახლის ასაშენებლად შესატანი თანხა ანდრია კობიძემ შეკრიბა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, რედაქციამ მიიღო ტერენტი გრანელის ლექსების წიგნაკი „სამგლოვიარო ხაზები“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გრიგოლ რობაქიძის წერილი „ქართული რომანი“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ა. ჟღენტის წერილი „დაღესტანში (რევოლუციონური და ნაციონალური მოძრაობა)“.

1977

ტიპი: ავტორობა

1977 წლის 14 იანვარს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, გიორგი ზაქარიაძისთვის ძმის, ვალერიან ზაქარიაძის, გარდაცვალების ამბავი შეეტყობინებინა.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890-97 წლებში მელქისედეკ ბესარიონის ძე აბესაძე სოფ. ვერტყვილის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.