საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32172

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 17 იანვარს სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის ვაჟთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს N 7 ბრძანებით აცნობა, რომ გიმნაზიის სომხური ენის თავისუფლად დაქირავებულ მასწავლებლად 1919 წლის 16 იანვრიდან იოსებ აბულიანცი დაამტკიცეს. ხელს აწერენ გრიგოლ იასონის ძე ნათაძე და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 დეკემბერს დირექტორმა ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძემ და საქმისმწარმოებელმა მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილმა თბილისის ვაჟთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს სთხოვეს სამინისტროში წარედგინა ცნობები დეკანოზ იოსებ აბულიანცის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო სკოლის მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძემ დეკანოზი გალუსტ აბულიანცი ჩუღურეთის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში მასწავლებლის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

მეურნეობის ინსპექტორმა დაამოწმა, რომ ნესტორ გაბილაიამ მიწათმოქმედების სამინისტროს ხელწერილი ჩააბარა.

1920

ტიპი: ღონისძიება

ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობა შუამდგომლობდა სახალხო განათლების სამინისტროსთან, რათა ლაილაშის გამგის თანამდებობის აღმსრულებელი, ე. გაბიანი დაემტკიცებინათ აღნიშნული სასწავლებლის გამგედ. შუამდგომლობის წერილს თან ახლდა ნამსახურეობით სია.

ტიპი: ღონისძიება

სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც სპირიდონ გაბელაშვილს ჩაეთვალა სახელმწიფო სამსახურში ყველა ნამსახური წლები.

1919

ტიპი: ღონისძიება

სახალხო განათლების სამინისტრო დაეთანხმა ბ-ნ სპირიდონ გაბელაშვილს მისცემოდა თვიური ჯილდო 120 მან. გიმნაზიის სპეციალური თანხიდან სახლისგამგისა და ხაზინდარობის თანამდებობის აღსრულებისათვის.

1919

ტიპი: ღონისძიება

თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის დირექტორმა გაუგზავნა მოხსენება უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარ-გამგეს, რომლის მიხედვითაც ითხოვდა ხსენებული გიმნაზიის კლასის დამრიგებლის თანაშემწეს, სპირიდონ გაბელაშვილს, გიმნაზიის სპეციალური თანხიდან ჯილდოდ გამოწეროდა თვიურიად 120 მან. სახლის გამგისა და ხაზინდარობის თანამდებობის აღსრულებისათვის 1919წ. I იანვრიდან.

1919

ტიპი: ღონისძიება

ქუთაისის წმ. ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიის დირექტორი, კ. გაბარაშვილი გადაყვანილ იქნა გორის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორად 1919წ. I სექტემბრიდან.

1918

ტიპი: ღონისძიება

სახალხო განათლების სამინისტრო დაეთანხმა, რომ თამარა გაბაშვილ-მიქელაძეს მისცემოდა პერიოდული დახმარება, გარდაცვლილი მეუღლის ჯამაგირი შემწეობის სახით.

1919

ტიპი: ღონისძიება

იასონ გაბაშვილის მეუღლე, თამარა გაბაშვილი, სახალხო განათლების სამინისტროს სთხოვდა დახმარებას, რომ მეუღლის ჯამაგირი დაენიშნათ შემწეობის სახით. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სამშვილიანი ოჯახი მატერიალურად შევიწროებული დარჩა.

1919

ტიპი: ღონისძიება

თბილისის წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიის დირექტორმა საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს მარიამ ბუტულაშვილი-ჭრელაშვილის მისდამი რწმუნებულ გიმნაზიაში დანიშვნა სთხოვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

ქუთაისის გუბერნიის მე-2 რაიონის სახალხო სკოლების მეთვალყურე ითხოვდა შუამდგომლობას დაბალ სასწავლებლთა მთავარ-გამგის წინაშე მასწავლებელ მღ. აბიბო ბოჭორიშვილის ჯამაგირის დანაკლისის ასანაზღაურებლად ( 372 ლ. 20 კაპ. ). სამინისტრომ ვერ შეძლო შუამდგომლობის დაკმაყოფილება, ხოლო მთვრობის წინაშე ასეთი უმნიშვნელო თანხის შესახებ შუამდგომლობის აღძვრა უხერხულად მიაჩნდათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 სექტემბერს ბათუმში გაემგზავრა პარიზში მიმავალი საფრანგეთის უმაღლესი კომისარი გრაფი დე-მარტელი. მის გასაცილებლად მივიდნენ: სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე, სამხედრო მინისტრის მოადგილე გედევანიშვილი, სომხეთის წარმომადგენელი თუმანოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქარცივაძე და სხვ. მარტელთან ერთად გაემგზავრა უმაღლესი კომისრის საქმეთა მმართველი ნეტემანი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 სექტემბერს ბათუმის ქალაქისთავი გიორგი ანჯაფარიძე, პროფესიულ კავშირთა სეკრეტარიატის თავმჯდომარე აიოლო და მისი მოადგილე ნაკაშიძე ევროპიდან ჩამოსული დელეგაციის დასახვედრად გამართულ სხდომას ესწრებოდნენ.

1952

ტიპი: ღონისძიება

1952 წლის 14 ივნისს შალვა მაღლაკელიძე 1941 წელს ბალტიიდან გადასახლებული ხალხის ხსოვნასადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო.

1919

ტიპი: ღონისძიება

„ვოლნი გორეცი“ საგანგებო ანკეტით მიმართავს ქართველ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებს. თემა ერთადერთია: რას ფიქრობს საქართველოს მოძმე დემოკრატიული რესპუბლიკა კავკასიელ მთიელთა ბრძოლაზე, მთიელთა რესპუბლიკის აღდგენის შესაძლებლობაზე. გაზეთის ამ ნომრის რესპონდენტები არიან: რაჟდენ არსენიძე, ნიკო ნიკოლაძე, გრიგოლ ვეშაპელი, გრიგოლ რობაქიძე და პაოლო იაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 აგვისტოს თბილისში გაიხსნა მთიელთა კომიტეტის მიერ მოწვეული ჩრდილოკავკასიელ პოლიტიკურ მოღვაწეთა კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ „დობროარმიასთან" მებრძოლი ორი დაჯგუფების ლიდერთა – უზუნ-ჰაჯისა და ალი-ჰაჯი ახუშელის – წარმომადგენლები, ასევე დელეგატები ანტიდენიკინურად განწყობილი სხვა მხარეებიდან, სულ – 40 კაცამდე. კონფერენცია გახსნა თავმჯდომარე აჰმედ ცალიგოვმა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ შეიქმნებოდა მთიელთა დაქსაქსული ძალების გამაერთიანებელი პოლიტიკური ცენტრი. კონფერენციამ აირჩია პრეზიდიუმი, მიიღო დღის წესრიგი და მოისმინა კომიტეტისა და სხვადასხვა კუთხის დელეგატთა მოხსენებები.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 ნოემბერს სახელმწიფო კონტროლიორი ვ. გოგინაშვილი ხელს აწერს ფინანსთა მინისტრისადმი მიწერილ დოკუმენტს სოჭის სკოლებისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ. დოკუმენტში ის აღნიშნავს, რომ სახ. კონტროლს შეუძლებლად მიაჩნია გასცეს თანხმობა აღნიშნულ საკითხზე მანამ, სანამ არ იქნება გარკვეული შედის თუ არა სოჭის ოლქი საქართველოს შემადგენლობაში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ელ მარტს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ვარლამ დავითის ძე ძიძიგურმა თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიის დირექტორს მისწერეს, რომ გიმნაზიის მასწავლებელ სავლე იოსების ძე აბულაძეს სახელმწიფო სამსახურში ჩაუთავლეს სახალხო განათლების ასპარეზზე ნამსახური წლები 1911 წლის 1-ლი სექტემბრიდან. ნათაძემ და ძიძიგურმა დირექტორს სთხოვეს შეედგინა სავლე აბულაძის ნამსახურების სია კანონით მიღებული ფორმის მიხედვით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 აგვისტოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ვ. თევზაიასა და პ. წულაიას მოხსენებით მიიღეს დეკრეტი კახეთის რკინიგზის საზოგადოებისთვის 10 მილიონი მან. სესხად მიცემაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 აგვისტოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ნ. იმნაიშვილის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი ფოთის რადიოსადგურისთვის შენობის ასაგებად მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 აგვისტოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ლევან ნათაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეკონომიკის ასაღორძინებლად საჭირო იყო სასოფლო-სამეურნეო სკოლების არსებობა. ივანე ლორთქიფანიძემ ნათაძის მიერ წარდგენილი კანონპროექტი სასოფლო მეურნეობის საშუალო და დაბალი განათლების ორგანიზაციის შექმნის შესახებ მნიშვნელოვნად აღიარა.