საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19373

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წლის 21 ოქტომბერს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა დაკითხვაზე თქვა, რომ თუ გიორგი ახალას ძე ლიქოკელს საბჭოთა მთავრობა შეავიწროვებდა, იგი ხელისუფლების წინააღმდეგ იარაღით იბრძოლებდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს დაიბეჭდა სიმონ ქვარიანის ნაშრომის „ქართული ერის ისტორია“ I ტომი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915-16 წლებში სიმონ ქვარიანმა გამოაქვეყნა ნაშრომი „ქართველი ერის ისტორია“.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წელს დაიბეჭდა სიმონ ქვარიანის მონოგრაფია „ქართული ერის ტრაგედია მე-17 საუკუნეში“.

1910

ტიპი: ავტორობა

სიმონ ქვარიანის მიერ 1910 წელს დაწერილი მონოგრაფია „ქართული ერის ტრაგედია მე-17 საუკუნეში“ გიორგი სააკაძის ეპოქას აღწერდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს სიმონ ქვარიანმა დაწერა ისტორიული მონოგრაფია „ქართული ერის ტრაგედია მე-17 საუკუნეში“.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს სიმონ ქვარიანის „ხეთი და ნაირი“ დაიბეჭდა ჟურნალში „განათლება“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს სიმონ ქვარიანის ნაშრომი „შოთა რუსთაველი და მისი პოემა“ ცალკე წიგნად გამოიცა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ჟურნალში „მოამბე“ დაიბეჭდა სიმონ ქვარიანის ნაშრომი „შოთა რუსთაველი და მისი პოემა“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894-96 წლებში თბილისის რკინიგზის სამმართველოში მსახურობის პერიოდში სიმონ ალექსის ძე ქვარიანი რეგულარულად აქვეყნებდა წერილებს ქართულ და რუსულ პერიოდიკაში.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 16 დეკემბრის „დროებაში“ ო. იოსელიანის წერილი დაიბეჭდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იოსებ მირზაშვილის კორესპონდენცია „დ. ხაშური, ყივანა-ხველა და ცრუ-მორწმუნეობა“ გამოქვეყნდა, სადაც ის ცრურწმენები იყო გაკრიტიკებული, რომელთა გამო გლეხები წამლის მიღებაზე უარს ამბობდნენ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ სოფელ დვალიშვილების სამრევლო სკოლის მასწავლებლის, ილარიონ დვალიშვილის წერილი გამოქვეყნდა, რომლითაც ის საზოგადოებას სკოლისათვის შემწეობის გაღებას სთხოვდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 19 დეკემბრის „დროებაში“ დავით გრუზინსკის სტატია „აზრი აზიურ საზოგადოებაზე“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 დეკემბრის „დროებაში“ აკაკი წერეთლის სტატია „მშაკის რედაქტორს“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 დეკემბრის „დროებაში“ სერგეი მესხის ფელტონი „მასლაათი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 დეკემბრის „დროებაში“ ა. კავთელის სტატია „სოფ. საგარეჯო“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 25 დეკემბრის „დროებაში“ აკაკი წერეთლის ფელტონი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 30 დეკემბრის „დროებაში“ აკაკი წერეთლის ლექსი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 30 დეკემბრის „დროებაში“ სოლომონ ასლანიშვილის სტატია „აჭარლები რად გვიფრთხებიან“ დაიბეჭდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ინჟინერმა მარგოლიუსმა დაასრულა გლდანის ხეობის გამოკვლევა და მოხსენება წაიკითხა კავკასიის სამთო სამმართველოში. მისი აზრით, ამ ადგილებში ოქროს მადნის ნიშნები იყო, თუმცა იმდენი არა, რომ დასამუშავებლად ღირებულიყო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912-17 წლებში გიორგი ალექსანდრეს ძე გაგლოევი სოციალ-დემოკრატიული პარტიის პრესაში ბეჭდავდა სტატიებს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს მემამულე ვ. მ. კარპოვიჩმა ლენქორიდან სამეურნეო საზოგადოებას შეატყობინა, რომ მუღანის მინდვრებში გაჩნდა უამრავი თაგვი.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს გოგაშნის სამრევლო სკოლის გამგემ, მღვდელმა გრიგოლ კარბელაშვილმა გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადა ახალციხის მაზრის სოფ. ოშორის მემამულე ჰამიგ- ბეგ ავალიშვილს, რომელმაც სკოლას 120 მანეთის ხის მასალა შესწირა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ობოლთა მოსამართლემ ქალაქის მოურავი დაავალდებულა, ექვთიმე გულაზოვის, აივაზოვისა და სვიმონ კ. არუთინოვისთვის მოეთხოვა დაკისრებული მოვალეობის აღსრულება.