რეგისტრირებული ფაქტები91695
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სიმონ გრიგოლის ძე ფირუმოვი იყო თბილისის ქალაქის გამგეობის წევრი.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის გაზაფხულზე აკადემიკოსი ნიკო მარი ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, ფილიპე მახარაძეს ეწვია. შემდეგ მოხსენება წაიკითხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მისი მსმენელები იყვნენ: სარგის კაკაბაძე, მარიამ ორახელაშვილი, შალვა ნუცუბიძე, ვუკოლ ბერიძე და ალექსანდრე მაჭავარიანი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის თებერვალში გაზეთ „აზერბაიჯანში“ გამოქვეყნდა ინტერვიუ ბაქოს გენერალ-გუბერნატორ მურად გირა ტლეხასთან. მისი განცხადებით, სამი დღეში კასპიის ზღვით ბაქოში ლტოლვილებით დატვირთული 7 გემი ჩამოვიდა ენზელიდან, კრასნოვიდსკიდან და პეტროვსკიდან, რომელთაც 500-ზე მეტი მგზავრი ჩამოიყვანეს, უმეტესობა შეუშვეს ქვეყანაში, მაგრამ არა ბაქოში. ყველანი სხვადასხვა ქვეყანაში მიემგზავრებოდნენ, პოლონეთის მოქალაქეები – თბილისში, სპარსეთისა – სპარსეთში, სომხეთისა – სომხეთში, რუსეთის მოქალაქეები და მთიელნი – პეტროვსკში, ხოლო აზერბაიჯანის მოქალაქეებს გაგზავნიდნენ იქ, სადაც ჩაწერილები იყვნენ, რათა ეპიდემია არ გავრცელებულიყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ლევან და ივანე სიმონის ძე ბერეკაშვილებს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ კურსებში მდებარე 8 დესეტინა და 1920 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, ეზო და ზვარი, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 4 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი მოღვაწეობის 40 წლისთავის აღმნიშვნელი საიუბილეო კომიტეტი შეუდგა საქმიანობას და დღესასწაულის მოწყობის შესახებ მოქალაქეთაგან იღებდა წინადადებებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნინო ესტატეს ასულ თარხან-მოურავის სათარხნოში მდებარე 217 დესეტინასა და 1825 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებს, საძოვრებსა და სათიბებს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის გამგეობისა და ზედამხედველი კომიტეტის გაერთიანებულ კრებაში, რომელიც განაგრძობდა ექსტრაორდინარული თანხის შემწეობის სახით გაცემის საკითხის განხილვას.
1903
ტიპი: ორგანიზაცია
1903 წლის მარტში თბილისის სამეურნეო ბანკის წლიურ კრებაზე ილია ჭავჭავაძე სამეურნეო საზოგადოების 34-ე მუხლის თავიდან შესამუშავებლად შექმნილი კომისიის წევრად აირჩიეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის გამგეობისა და ზედამხედველი კომიტეტის გაერთიანებულ კრებაში, რომელიც ექსტრაორდინარული თანხის შემწეობის სახით გაცემის საკითხს განიხილავდა.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წლის 30 მარტს გაზეთ „ივერიაში“ თელავის მაზრის იმ თავად-აზნაურთა სია გამოქვეყნდა, რომელთაც საზოგადო კრებაში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ, მათ შორის იყო ილია ჭავჭავაძე.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ილია ჭავჭავაძემ იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში იავადმყოფა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის კობიაანთკარში მდებარე 280 დესეტინასა და 2340 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს ჩერქეზმა მწერალმა ყაზიბეკ ახმეტუკოვმა იური კაზი-ბეკის ფსევდონიმით გამოცემული თავისი წიგნი „ცოტ-ცოტა ყველაფერზე. ნარკვევები და მოთხრობები“ წარწერით მიუძღვნა ილია ჭავჭავაძეს.
1905
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1905 წელს მიხეილ ვეზირიშვილმა განაცხადა, რომ ილია ჭავჭავაძისადმი უპატივცემლობის გამოხატვა არ უფიქრია, ისინი მორიგდნენ და რწმუნებულებმა – მიხეილ გრუზინსკიმ, დავით ჯორჯაძემ, ალექსანდრე კობიაშვილმა და ალექსანდრე დიასამიძემ – შეადგინეს ოქმი.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ილია ჭავჭავაძე მონაწილეობდა თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის რწმუნებულთა კრებაში, რომელზეც ვასილ მაჩაბლის ნათესავმა მიხეილ ვეზირიშვილმა გამგეობა და, შესაბამისად, ილია ჭავჭავაძე გაუყიდველი მამულების გამო მიღებული ზარალისთვის დაადანაშაულა.

