რეგისტრირებული ფაქტები91616
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1895
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1895 წლის 11 ივლისს საგურამოდან ჩამოსულმა ილია ჭავჭავაძემ დაგვიანებით შეიტყო მწერალ პეტრე ნაკაშიძის გარდაცვალების ამბავი.
1895
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1895 წლის 11 ივლისს ილია ჭავჭავაძემ სამძიმრის წერილი გაუგზავნა პეტრე ნაკაშიძის მეუღლეს, ბაბალეს და დიდი გულისტკივილი გამოთქვა საუკეთესო მეგობრის გარდაცვალების გამო.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 12 აპრილს ილია ჭავჭავაძე „ივერიის“ რედაქციის თანამშრომლებთან ერთად გორში კრივს დაესწრო.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 27 მაისს ფინანსთა სამინისტროს არაპირდაპირი მოსაკრებლების დეპარტამენტის დირექტორმა წერილობითი თხოვნით მიმართა ილია ჭავჭავაძეს, როგორც მეღვინეობის დარგში დიდი გამოცდილების მქონეს, რათა მონაწილეობა მიეღო კომისიის მუშაობაში, რომლის მიზანიც ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების გაუმჯობესება იყო.
1883
ტიპი: თანამდებობა
1883 წელს რუსეთის არმიის შტაბს-კაპიტანი დავით ივანეს ძე ავალიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს. ის თადარიგში გასვლის შემდეგ იყო ნაფიცი ვექილი და თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძეს საგურამოში მიხა ჩოდრიშვილი და გიორგი ლასხიშვილი ეწვივნენ, რათა ხელოსანთა არტელის წესდების პროექტის გაეცნოთ მისთვის. ილიას იდეა ძალიან მოეწონა, რადგან ხელოსნები ჩარჩებს თავს დააღწევდნენ, შენიშნა, რომ წესდებაში მხოლოდ ხელოსანთა უფლებებზე იყო საუბარი და არაფერი იყო ნათქვამი მოვალეობებზე, რაც ასევე გასათვალისწინებელი იყო.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895 წელს მიხა ჩოდრიშვილი ხელოსანთა არტელის დამაარსებელი იყო და გაერთიანების წესდებაზე მუშაობდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 23 თებერვალს ილია ჭავჭავაძისა და სხვათა ხელმოწერით თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის 1885 წლის 1 იანვრისთვის არსებული ბალანსი დაიბეჭდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 აპრილს გუბერნატორს თბილისის პოლიცმაისტერმა ილია ჭავჭავაძის ქუთაისში გამგზავრების შესახებ ინფორმაცია წერილობით აცნობა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძე იურისტ მექი ფაღავასთან სტუმრად იმყოფებოდა ბანძაში.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძემ ნიკოლოზ დადიანისეული ბიბლიოთეკის ნაწილი ჩაიბარა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 5 აპრილს ილია ჭავჭავაძე ნიკოლოზ დადიანისეული ბიბლიოთეკის გადაბარების შემდეგ თბილისში გაემგზავრა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე (თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე) მიიღეს 31 მარტს გამართული სალიტერატურო და მუსიკალური საღამოდან შემოსული შემოწირულობა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძე იონა მეუნარგიასთან სოფელ ცაიშში სტუმრად იმყოფებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ნიკოლოზ დადიანისეული ბიბლიოთეკა ჩაიბარა, რომელიც შეიცავდა 169 ხელნაწერსა და 10 ნაბეჭდ წიგნს. ჩაბარების აქტს ხელი მოაწერეს: ილია ჭავჭავაძემ, ნიკოლოზ ცხვედაძემ, დიმიტრი ჯანაშვილმა და ივანე მაჩაბელმა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ დადიანს შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ანგარიშის შემოწმება დაავალეს.
1885
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1885 წლის მაისში ილია ჭავჭავაძემ რაფიელ ერისთავს წერილობით სთხოვა, რომ მასთან მისულიყო.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 15 მაისს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს.

