რეგისტრირებული ფაქტები90108
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების ოქმის თანახმად, ილია ჭავჭავაძის ფონდისა და ძეგლის თაობაზე მოსმენილი მოხსენებების შემდეგ გამართულ მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს: პეტრე სურგულაძემ, ბ. ნანობაშვილმა, ვალერიან გუნიამ და სხვებმა.
1905
ტიპი: ორგანიზაცია
1905 წლის 9 აპრილს კიტა აბაშიძემ ივანე ჯავახიშვილს მისწერა, რომ თბილისში საქართველოს დემოკრატიული პარტია დაარსდა.
1858
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1858 წლის 16 იანვარს პეტერბურგის უნივერსიტეტმა დააკმაყოფილა ილია ჭავჭავაძის თხოვნა ლექციებზე დასწრების გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის მარტში ილია ჭავჭავაძემ პეტრე უმიკაშვილს გაზეთ „ივერიასთან“ დაკავშირებული საკითხების ერთად განხილვა შესთავაზა.
1851
ტიპი: თანამდებობა
1851 წელს ალექსანდრე დიმიტრის ძე საგინაშვილი კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის თანაშემწე იყო.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის ნოემბრის დასაწყისში ილია ჭავჭავაძემ და ივანე მაჩაბელმა პეტერბურგში შექსპირის „მეფე ლირის“ მეორე მოქმედების თარგმნა დაასრულეს.
1873
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1873 წლის ნოემბრის დასაწყისში ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში ალექსანდრე ერისთავისგან ფული ისესხა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის წლიური კრების მუშაობაში.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის პირველ აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, დაადგინეს, რომ წინარეხის სკოლაში დროებით ბათუმის სკოლის სასწავლო პროგრამა გამოეყენებინათ.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის პირველ აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ახალციხის ქალთა სკოლას მოსთხოვეს ინფორმაციის დაზუსტება იმის თაობაზე, თუ რა დრო ეთმობოდა ქართულისა და რუსულის სწავლებას და რა თანხა სჭირდებოდა სკოლას თავის შესანახად.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 8 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, წინარეხის სკოლის გახსნის ნებართვის მისაღებად ნიკო ცხვედაძის მიერ თბილისის გუბერნიის სკოლების დირექციაში გასაგზავნად შედგენილი წერილი განიხილეს.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 8 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, იმსჯელეს იაკობ გოგებაშვილისა და ნიკო ცხვედაძის შენიშვნებზე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მიერ წარმოდგენილი პროგრამების შესახებ.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 8 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, განიხილეს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის წერილი მასწავლებლების მოწვევის თაობაზე.
1882
ტიპი: თანამდებობა
1882 წლის 8 აპრილს ალექსანდრე ნანეიშვილმა ბათუმის სკოლის მასწავლებლის თანამდებობა დატოვა.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 8 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მოიწონეს კონსტანტინე ყიფიანის წინადადება საზოგადოებისთვის კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის აქტების შეღავათიან ფასად მიყიდვის თაობაზე.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, წლიური საერთო კრება 23 მაისს დანიშნეს.

