რეგისტრირებული ფაქტები91605
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1874
ტიპი: თანამდებობა
1874 წელს რევაზ ივანეს ძე ანდრონიკაშვილი თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი იყო.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 19 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ ნიკოლოზ ხიზანიშვილი გრიგოლ და ალექსანდრე ყიფშიძეებთან ერთად საგურამოში მიიპატიჟა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების მდივნისა და მისი თანაშემწის ხელფასი განსაზღვრეს.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 10 სექტემბერს ცენზურამ ილია ჭავჭავაძის ბროშურის „ქუთაისის ბანკის საქმის“ დაბეჭდვის ნებართვა გასცა.
1891
ტიპი: თანამდებობა
1891-1903 წლებში გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი გაზეთ „Новое обозрение“-ს რედაქტორი იყო.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 6 ივლისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სასამართლო პალატაში გამოცხადდა, სადაც ბ. სერჟპუტოვსკის საჩივრის საფუძველზე განიხილებოდა მისი, როგორც „დროების“ ყოფილი, და სერგეი მესხის, როგორც მოქმედი რედაქტორის, ასევე ამავე გაზეთში გამოქვეყნებული კორესპონდენციის ავტორის, ივანე აბაშიძის საქმე. განხილვა გადაიდო.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 6 ივნისს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას თავმჯდომარეობდა.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 6 ივნისს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის სკოლის საკითხის განხილვაში აქტიური მონაწილეობა მიიღო.
1882
ტიპი: თანამდებობა
1882 წლის 6 ივნისს ივანე ბაგრატიონ-მუხრანელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 17 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებამ სამოსწავლო მაზრის მზრუნველს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებელის თომა მთვარელიშვილის სავალდებულო სამსახურიდან განთავისუფლება სთხოვა.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 24 ივლისს ოდესიდან ფოთში გაგზავნეს ილია ჭავჭავაძის მიერ შეკვეთილი სამკალი მანქანა.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 25 ივლისის გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით თბილისის სათავადაზანურო ბანკის 1882 წლის 1-ელი ივლისისთვის არსებული ბალანსი დაიბეჭდა.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძემ წერილი გაუგზავნა ოლღა გურამიშვილს და აცნობა, რომ მის მიერ გამოწერილი სამკალი მანქანა უკვე გამოგზავნილი იყო და იმედოვნებდა, რომ ჯონ პიტსი მემანქანესაც გამოუგზავნიდა.

