საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85197

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სოფიო დავითის ასული ფურცელაძე ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე ფურცელაძის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოში“ ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე ფურცელაძე, მეუღლესთან, სოფიო დავითის ასულ ფურცელაძესთან, შვილებთან და რძლებთან ერთად იუწყებოდა, რომ დედის, მარიამ ნიკოლოზის ასულ ფურცელაძის პანაშვიდს გადაიხდიდნენ ქაშვეთის ეკლესიაში და სოფელ მერეთში.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 1-ელ აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა პედაგოგ მავრი ტუსკიას სამადლობელი წერილი ივ. დ. მაჭუტაძისადმი, რომელმაც აცინას სახალხო სამკითხველოს 5 მანეთი შესწირა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 22 ივლისს ლაგოდეხში მწყემსი კოსტა ბაგაშვილი დანით დაჭრა ვინმე ბეგიევმა, რომელიც საქვეითო ჯარის ოფიცრებმა მალევე დააკავეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 20 ოქტომბრის „დროებაში“ სოლომონ ბავრელის სტატია „პატარა შენიშვნა არტაანზედ“ დასასრული დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 20 ოქტომბრის „დროებაში“ არქიმანდრიტი მაკარის წერილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 11 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, იაკობ ხეჩიკოვი ვაჭარი იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 11 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, იაკობ ხეჩიკოვს ყორღანოვმა ყუთით სასროლად მომართული იარაღი გაუგზავნა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 11 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, აბულაძე გამომძიებელი იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 11 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, აბულაძეს დაევალა იაკობ ხეჩიკოვის საქმის გამოძიება.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 11 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, გულისოვი სახალხო სკოლაში ქართული ენის პედაგოგად დანიშნეს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 12 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, იაკობ ხეჩიკოვისთვის გაგზავნილი ყუთიდან იარაღი ამოიღეს.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 11 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, უ. ჩომახიძე ჯიხაიშის სასოფლო სასწავლებელში ასწავლიდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 12 ოქტომბრის „დროებაში“ გიორგი ნიკოლაიშვილის სტატია „ოზურგეთი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 13 ოქტომბრის „დროებაში“ მ. ი. გვარამაძის ლექსი „ვარაზის ციხე“ დაიბეჭდა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 21 მარტს ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში სოლომონ დავითის ძე ოქრომჭედლიშვილის პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პელაგია ივანეს ასული ოქრომჭედლიშვილისა სოლომონ დავითის ძე ოქრომჭედლიშვილის დედა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინა დავითის ასული ოქრომჭედლიშვილი-ბადრიძისა სოლომონ დავითის ძე ოქრომჭედლიშვილის და იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანა დავითის ასული ოქრომჭედლიშვილი სოლომონ დავითის ძე ოქრომჭედლიშვილის და იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 17 მარტს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ სოფელ შემოქმედში (გურია) ალექსანდრე გიორგის ძე მაჭუტაძე გარდაიცვალა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 15 ოქტომბერს ლევ მარკოვმა გამოსათხოვარ სადილზე სიტყვა მიუძღვნა იანუარ ნევეროვს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 15 ოქტომბერს თბილისის სასწავლებლებში მომუშავე პირებმა, კავკასიის სამასწავლებლო მაზრის უფროს იანუარ ნევეროვს გამოსათხოვარი სადილი მოუწყვეს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 15 ოქტომბერს დ. სემინოვმა გამოსათხოვარ სადილზე სიტყვა მიუძღვნა იანუარ ნევეროვს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 მარტის გაზეთ „საქართველოში“ დედა, ანა სტეფანეს ასლი ოცხელისა, დები – სოფიო ივანეს ასული პოლოლიკაშვილისა და ნინო ივანეს ასული სააკაშვილისა, ძმები – სიმონ, დავით და კონსტანტინე ივანეს ძე ოცხელები იუწყებოდნენ, რომ 27 მარტს ქუთაისის კათოლიკეთა ეკლესიაში იოსებ ივანეს ძე ოცხელის სულის მოსახსენებლად წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 15 ოქტომბერს იოსებ ხელიძემ გამოსათხოვარ სადილზე სიტყვა მიუძღვნა იანუარ ნევეროვს.