რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წელს სერგეი ალექსანდრეს ძე შერემეტიევი კავკასიის მთავარმართებლის თანაშემწე იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 ივნისს კავკასიის საგეოგრაფიო საზოგადოების კრებაზე ლეონარდ პეტრეს ძე ზაგურსკიმ საზოგადოების წლიური ანგარიში წაიკითხა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წელს ლეონარდ პეტრეს ძე ზაგურსკი კავკასიის საგეოგრაფიო საზოგადოების საქმეთა მმართველი იყო.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, მ. რუბინი ქუთაისის ქალთა უფასო სასწავლებლის უფროსი ქალი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმში მ. რუბინის თხოვნა განიხილეს. მას სურდა, რომ ქუთაისის გამგეობას გამოფენისთვის ვიტრინა უსასყიდლოდ დაეთმო.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 19 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით მართა ბეჟანის ასული დემუროვი ნათესავებსა და მეგობრებს მეუღლის - დავით პავლეს ძე დემუროვის გარდაცვალებას ატყობინებდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
მართა ბეჟანის ასული დემუროვი ნათესავებსა და მეგობრებს ატყობინებდა, რომ მისი მეუღლის დავით პავლეს ძე დემუროვის პანაშვიდი ანჩისხატის სობორში 1888 წლის 18 ივნისს, საღამოს 7 საათზე გაიმართებოდა.
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 19 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მართა ბეჟანის ასული დემუროვის მეუღლე დავით პავლეს ძე დემუროვი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის ივნისში ალექსანდრე ბერიძე სამხატვრო ხელოვნების უკეთ შესამუშავებლად იტალიაში, მილანში გაემგზავრა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 ივნისს კავკასიის საგეოგრაფიო საზოგადოების კრებაზე ზელიონიმ წაიკითხა ლეონარდ პეტრეს ძე ზაგურსკის რეფერატი, რომელიც კავკასიის მთიულთათვის შედგენილ ანბანის ისტორიას ეხებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 ივნისს თბილისის ტეხნიკური სასწავლებლის მოსწავლეთა სწავლის დამთავრებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ: კირილე იანოვსკი, ევ. პრესნიაკოვი, ნიკოლაი დარსკი და მონასტირცევი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 ივნისს თბილისის ტეხნიკური სასწავლებლის მოსწავლეთა სწავლის დამთავრებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ: ეგზარხოსი პალადი და ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო მათ მისვლა ვერ შეძლეს.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 21 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მონასტირცევი თბილისის ტეხნიკური სასწავლებლის დირექტორის თანაშემწე იყო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 21 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ევ. პრესნიაკოვი თბილისის ტეხნიკური სასწავლებლის მზრუნველი იყო.
1888
ტიპი: ორგანიზაცია
1888 წლის 21 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზელიონი საგეოგრაფიო საზოგადოების წევრი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 ივნისს თბილისის ტეხნიკური სასწავლებლის დამამთავრებელ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა კორდაკოვის ლოტბარობით საგალობელი შეასრულეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 21 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შიო დავიდოვმა 25 ცალი რუსულ-ქართული ლექსიკონი და 6 ცალი ქართულ ენაზე დაწერილი წიგნი მეტეხის პატიმართა წიგნსაცავს შესწირა.

