საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91459

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია ლაზარეს ძე ოქრომჭედლიშვილი მოსკოვის უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრის პროფესორი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 22 ივნისს ბათუმს გზათა მინისტრი კონსტანტინე პოსიეტი სტუმრობდა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე პოსიეტი გზათა მინისტრი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოდესის უნივერსიტეტის პროფესორი ვასილ პეტრიაშვილი ბუნებრივი სიმდიდრის დასათვალიერებლად მის სტუდენტებთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავრობამ ალექსანდრე სიმონის ძე ნიჟარაძეს დაავალა, რომ კვლავ გაეგრძელებინა ქუთაისის გუბერნიის მარშლის მოვალეობის შესრულება.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილს სთხოვა, თავისი სახელმძღვანელოები – „ბუნების კარი“ და „დედა-ენა“ თავად დაებეჭდა და შემდეგ საზოგადოებისთვის გადაეცა გასაყიდად.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლადო ალექსი-მესხიშვილის მიერ ქუთაისში გამართულ თეატრალურ ღონისძიებებს მაყურებელი არ სწყალობდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში ფილიმონ ქორიძის მიერ გამართულ ღონისძიებას მხოლოდ 5 ადამიანი დაესწრო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ბესარიონ ალექსის ძე გაბაევის ქუთაისში მდებარე ორ ორსართულიან სახლს, ერთსართულიან ფლიგელსა და მიწის ნაკვეთს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სილიბისტრო გაბრიელის ძე სურგულაძესა და ნესტორ სამსონის ძე ანჯაფარიძეს ბათუმში ერთსართულიანი სახლი ჰქონდათ ერთსართულიანი ფლიგელითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ანტონ არუთინის ძე ტერ-პოღოსოვისა და სოფიო მურადის ასულ ტერ-პოღოსოვის თბილისში მდებარე ორსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსანდრე კონსტანტინეს ძე იარალოვის ქუთაისში მდებარე ერთსართულიან სახლს ორი ერთსართულიანი ფლიგელით, საწყობითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ლეონარდ ივანეს ძე ბალბაშევსკის სურამში სახნავ-სათესი ნაკვეთი ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სილიბისტრო გაბრიელის ძე სურგულაძისა და ნესტორ სამსონის ძე ანჯაფარიძის ბათუმში მდებარე ერთსართულიან სახლს ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ლეონარდო ივანეს ძე ბალბაშევსკის სურამში მდებარე სახნავ-სათეს ნაკვეთს.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს პეტერბურგში ქართულად იბეჭდებოდა „სიბრძნე ბალავარისა“ ალექსანდრე ანტონის ძე ცაგარლის შენიშვნებით.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წლის 6 თებერვლიდან ტელეგრაფის სადგურის უფროსის თანამდებობის აღმასრულებელი ჯაიანი 20 დღით სამსახურიდან გაათავისუფლეს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ალექსანდრე კონსტანტინეს ძე იარალოვს ქუთაისში, პეტროვის ქუჩაზე, ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ორი ერთსართულიანი ფლიგელით, საწყობითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 16 თებერვალს ალექსანდრე სტოიანოვის თაოსნობით ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეთა დასახმარებლად გამართული წარმოდგენის შემოსავალი 450 მანეთი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 20 თებერვალს თბილისში სახლების, ეზოებისა და ქუჩების უსუფთაობის გამო გიორგი კალუბანსკიმ საბჭოში სარჩელი შეიტანა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 14 თებერვალს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტმა ელენე ლორთქიფანიძის თაოსნობით მასკარადი გამართა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 23 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი, ივანე, დავით, კონსტანტინე და ალექსანდრე ციციშვილებმა გორის საქალებო პროგიმნაზიის დასახმარებლად გამართულ წარმოდგენაში მიიღეს მონაწილეობა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ემილია იაკობის ასულ ნაცვალოვის თბილისში მდებარე ერთსართულიან სახლს ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა იაკობ გაბრიელის ძე დონდუას ქუთაისში მდებარე ერთსართულიან სახლს ორი ერთსართულიანი შენობითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ანტონ არუთინის ძე ტერ-პოღოსოვსა და სოფიო მურადის ასულ ტერ-პოღოსოვს თბილისში, ლაბორატორიის უბანში, ორსართულიანი სახლი ჰქონდა პატარა მიწის ნაკვეთით.