რეგისტრირებული ფაქტები89996
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა მიხეილ ხუნდაძის განცხადება, რომ სასტუმრო „ევროპიის ნომრებში“ შესაფერის ფასად ქირავდებოდა სუფთა ოთახები.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 7 ოქტომბერს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს განკარგულებით, მეექვსე კლასისა და განსაკუთრებული მინდობილობის მოხელე ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატონი გახდა „სტატსკი სოვეტნიკი“.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 23 თებერვალს სასამართლო უწყების თანახმად, ქუთაისის ოლქის სასამართლოს მდივნის თანაშემწე ლორთქიფანიძე გახდა „კოლეჟსკი ასესსორი“.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 23 თებერვალს სასამართლო უწყების თანახმად, ტატიაშვილი გახდა კოლეგიის ასესსორი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვარს, 11 საათზე მამა დავითის ეკლესიაში ქართველ მოღვაწეთა ხსოვნის პანაშვიდზე სიტყვები წარმოთქვეს დუტუ მეგრელმა, აკაკი პაპავამ და ვახუშტი კოტეტიშვილმა.
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წელს ირაკლი გიორგის ძე წერეთელს ჰყავდა და ელენე წერეთელი-დემოლონი და ძმა ლევან წერეთელი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ზაქარია ჭიჭინაძის მიერ გამოცემული წიგნი „საუკეთესო ცოდნა“, რომელიც გიორგი წერეთელმა შეასწორა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის იანვარში ირ. ფორაქაშვილი კოოპერატიულ საზოგადოება „კახეთს“ წარმოადგენდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 იანვარს სახალხო სახლში გამართულ მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე მაჩაბლიშვილმა წამოაყენა წინადადება აერჩიათ თავმჯდომარე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 21 იანვარს სახალხო სახლში გამართულ მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე მდივნებად აირჩიეს ალექსანდრე ჯავახიშვილი და ვ. ათანაშვილი.
1804
ტიპი: ღონისძიება
1804 წლის 2 ივლისს პავლე დიმიტრის ძე ციციანოვმა ქალაქ ერევნის ფორშტატი და ბაღები აიღო.
1806
ტიპი: გარდაცვალება
1806 წლის 8 თებერვალს პავლე დიმიტრის ძე ციციანოვი ვერაგულად იქნა მოკლული ბაქოში ჰუსეინ ყული-ხანთან წარმოებული მოლაპარაკების დროს.
1806
ტიპი: ღონისძიება
1806 წლის 8 თებერვალს პავლე დიმიტრის ძე ციციანოვი ბაქოში მოლაპარაკებას აწარმოებდა ჰუსეინ ყული-ხანთან.
1810
ტიპი: ღონისძიება
1810 წლის 15 იანვარს ქალაქი ფოთი გენერალ-მაიორ თამაზ (თომა) მამუკას ძე ორბელიანის ჯარებს დანებდა.
1809
ტიპი: ღონისძიება
1809 წლის 2 ნოემბერს გენერალ-მაიორ თამაზ (თომა) მამუკას ძე ორბელიანმა თურქები დაამარცხა და ფოთს ალყა შემოარტყა.
1804
ტიპი: ღონისძიება
1804 წლის 30 ივნისს საქართველოს მთავარსარდალმა პავლე დიმიტრის ძე ციციანოვმა სპარსთა ბანაკი აიღო ერევანთან.

