საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91459

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 6 ოქტომბერს თბილისის საქალაქო საბჭოში განიხილავდნენ არგილანდერის წინადადებას, რომ ქალაქში ცეცხლმქრობელი ეტლები შემოეტანათ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით ივანე დავიდოვი თბილისის სატელეგრაფო ოლქში სამუშაოდ გადაიყვანეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვიქტორ ნიკოლოზის ძე გეევსკი აგრონომი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 16 მარტიდან მთავარმართებლობის განკარგულებით ივანე დავიდოვი სტავროპოლის სატელეგრაფო სადგურის ზედამხედველად გადაიყვანეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ მარჩენკო IV ხარისხის ტელეგრაფისტი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით ვასილ მარჩენკო მანგლისის ტელეგრაფის სადგურის ტელეგრაფისტად დანიშნეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით მიხეილ პასენკო დილიჯანის ტელეგრაფის სადგურის ტელეგრაფისტად დანიშნეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით პეტრე წივწივაძე ბორჩალოს ტელეგრაფის სადგურის ტელეგრაფისტად დანიშნეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ პასენკო IV ხარისხის ტელეგრაფისტი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვიქტორ ნიკოლოზის ძე გეევსკიმ მებაღეობის სკოლის შენობის კურთხევაზე განაცხადა, რომ 32 მოსწავლიდან 15 ქართველი იყო, 10 – სომეხი, 5 – რუსი, 2 კი – ოსი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე წივწივაძე IV ხარისხის ტელეგრაფისტი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით დავით მატინოვი ვლადიკავკაზის ტელეგრაფის სადგურზე სამუშაოდ გადაიყვანეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით მატინოვი უმცროსი მექანიკოსი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით რაჟდენ შაბუროვი ელიზავეტპოლის ტელეგრაფის სადგურზე სამუშაოდ გადაიყვანეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაჟდენ შაბუროვი უმცროსი მექანიკოსი იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 2 ნოემბერს თბილისის სასულიერო სემინარიის პედაგოგი გიორგი საძაგლიშვილი ბერად აკურთხეს.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წელს გიორგი საძაგლიშვილმა კიევის სასულიერო აკადემია დაამთავრა და ოდესის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის მოადგილედ დაიწყო მუშაობა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ანტონ ფურცელაძემ დაწერა ვრცელი ისტორიული მონოგრაფია გიორგი სააკაძის შესახებ, რომელსაც საჯაროდ წაკითხვის შემდეგ დაბეჭდავდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გიორგი ხოსიას ძე ღულაძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ გორაში მდებარე 6 დესეტინა ეზო, ზვარი და სახნავ–სათესი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ივანე ზურაბის ძე კიკნაძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა სოფელ დიმში მდებარე 19 დესეტინა და 300 კვადრატული მეტრი ეზო და სახნავ–სათესი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ევგენი სოფრომის ძე ქუთათელაძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ხონში მდებარე 5 დესეტინა ეზო, ტყე და სახნავ–სათესი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ნიკოლოზ რაფაელოვს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფ. ტყაჩირში მდებარე 26 დესეტინა და 600 კვადრატული საჟენი ზვარი, ტყე და სახნავ-სათესი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მართა მერაბის ასულ გოგორიშვილს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ინაშაურში და ბზვანში მდებარე 9 დესეტინა და 675 კვადრატული საჟენი, ზვარი, ტყე და სახნავ–სათესი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე გაბაშვილს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ჯიმაშთაროში, გუმათის აგარში მდებარე 40 დესეტინა და 500 კვადრატული საჟენი ეზო, ზვარი და სახნავ–სათესი, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ოტიას ძე ერისთავს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფლებში – ამაღლებაში, ინაშაურსა და უხუთში – მდებარე 63 დესეტინა და 650 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი მიწა და ზვარი, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.