საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91459

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გრიგოლ კიკნაძე ბელგოროდის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების მოხელედ დაინიშნა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 აგვისტოს ლუარსაბ ლოლუა ალექსანდრე მეორის ძეგლის კურთხევაზე დასასწრებად მოსკოვში გაემგზავრა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის აგვისტოში ლუარსაბ ლოლუა ქუთაისის ქალაქისთავი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს კულამ ბაგიროვი დაინიშნა ბალახანის ფოსტა-ტელეგრაფის კანტორის მოხელედ. მისი ხელფასი შეადგენდა წელიწადში 480 რუბლს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ემელიანე ივანეს ძე ცაგარეიშვილი ხონის პროგიმნაზიის მასწავლებელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ქვემო ევლახის ფოსტა-ტელეგრაფის მოხელის, ელისაბედ ტერენტიევას ხელფასი წელიწადში შეადგენდა 420 რუბლს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კოჩალოვი იყო რუსი მსახიობი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლ. ლეონიდოვი იყო რუსი მსახიობი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კნიპერი იყო რუსი მსახიობი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 30 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 2 აპრილს თბილისის თეატრში მხატვარი ფილიპოვიჩი დრამატულ სცენისმოყვარეთა, ა. თამაზაშვილისა და გ. კანდელაკის, სასარგებლოდ საღამოს გამართავდა, რომელზეც წარმოდგენილი იქნებოდა სურათები შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“. წარმოდგენის დასასრულს ციციშვილი, ზურაბიშვილი და 6 წლის კობიევი შეასრულებდნენ ლეკურს, ხოლო ჯაფარიძე – კინტაურს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე კუსრაშვილს გორსა და მეჯვრისხევს შორის მოსახლეობა დილიჯანით გადაჰყავდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე კუსრაშვილი დილიჯანს მეჯვრისხევში სოსიკო ილურიძის დუქნის წინ აჩერებდა, ხოლო გორში - გიგო ისაკის ძე ავაქოვისა და არტემ გრიგოლის ძე კაციტაძის დუქნის წინ.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 4 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისის რკინიგზის სადგურზე მეისრე ალექსი ივანეს ძე ფორასტაშვილი გაუფრთხილებლობით მატარებლის ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 20 მარტს ქუთაისში, ა. გურგენოვის შენობაში, სასტუმრო „Центральная“ გაიხსნა, რომლის მმართველიც პ. ბეთანოვი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 12 აპრილს, გორში აღლუმზე დასასწრებად კავკასიის მთავრამარეთებელს- ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვს ელოდებოდნენ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ნადეჟდა შომახია ცხინვალის ფოსტა ფოსტა-ტელეგრაფის კანტორაში მუშაობდა. მისი ხელფასი იყო 420 რუბლი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს აპოლონ ქილიფთარი არღუნის ფოსტა ფოსტა-ტელეგრაფის კანტორაში მუშაობდა. მისი ხელფასი იყო 420 რუბლი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ერმალო გვაზავა აბაშის ფოსტა ფოსტა-ტელეგრაფის კანტორაში მუშაობდა. მისი ხელფასი იყო 420 რუბლი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ვასილ ლუკინოვი ჯალალ ოღლის ფოსტა ფოსტა-ტელეგრაფის კანტორაში მუშაობდa. მისი ხელფასი იყო 420 რუბლი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 29 ოქტომბერს სოფიო პეტრეს ასულმა სტასენკოსამ პოლიციაში განაცხადა, რომ ტრამვაის ვაგონში ჯიბიდან 10 მანეთი ამოაცალეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ მიხაილ ბეჟანის ძე გაბუნიასა და ოთარა დუტუს ძე ძაგანიას ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში, გეგუთის ქუჩაზე მდებარე ორი ერთსართულიანი სახლი, ერთი – ქვითკირისა, მეორე – ხისა და 103 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს ისიდორე გიორგის ძე გაბაშვილს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, მეოთხე საპრისტაოში, მდებარე ქვითკირის სახლი და 4102 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ჰყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ იაკობ ივანეს ძე გოკიელოვს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ნემეცის ქუჩაზე მდებარე ქვითკირის ორი ორსართულიანი სახლი და 288 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ნიკო გლახუას ძე გერაძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ალექსანდრე სლობოდას მეორე ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ხის სახლი და 279 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ არონ, დავით, ისხაკა და მიხაილ ელოს ძე ბინიაურიშვილებს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში, ბაზრის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქანი და 7 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.