საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91459

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ვარლამ დავითის ძე ძიძიგური თბილისის რკინიგზის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბორჩალოს სამაზრო ერობამ ამავე მაზრის მომრიგებელ მოსამართლეებად აირჩია და სენატმაც დაამტკიცა: ნ. ელიოზიშვილი, ანტონ ხუციშვილი, პ. აკოფაშვილი, ტატოსოვი და დალაქიშვილი. ამის მიხედვით მაზრა დაჰყვეს 5 სამომრიგებლო უბნად: სარვანის, შულავერის, ეკატერინფელდის, ბაშკიჩეტისა და წალკის.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ანტონ და სიმონ ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძეებს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ორპირის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 140 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1888 წლის 12 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ და სიმონ ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძეები ძმები იყვნენ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ პელაგია ნიკოლოზის ასულ ფაღავასა და ანნა რევაზის ასულ ქორქაშვილს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ივანოვის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლი და 794 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ნიკო ანტონის ძე ფირალოვს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ბაზრის შესახვევში მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქნები და 22.86 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ აბრამ ილოს ძე რიჟინაშვილს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ბაზრის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქანი და 6 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ იასე გიორგის ძე გურიელს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ოზურგეთში, ეკლესიის მახლობლად მდებარე ორსართულიანი სახლი და 446 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ნატალია იაგორის ასულ ვახრამოვს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ოზურგეთში, ბაილეთის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 1500 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ივანე გიორგის ძე ვახრამოვს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ოზურგეთში, ბაილეთის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ხის სახლი და 900 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ მაქსიმეს ძე ჯინჭარაძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ოზურგეთში, შოსის გზაზე მდებარე ერთსართულიანი ხის სახლი და 235 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ მიხეილ საყვარელის ძე ქადეიშვილს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ოზურგეთში, ბაზრის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქანი და 36.8 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს თბილისის გუბერნიის მიწის ბეგარის კომიტეტის თავმჯდომარე იყო ალექსი პეტრეს ძე ანტონოვი, ქალაქის გუბერნატორი, გუბერნიაში აზნაურთა წარმომადგენელი, სახაზინო პალატის თავმჯდომარე, სახელმწიფო ქონების პალატის წარმომადგენელი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ხონის ვაჟთა პროგიმნაზიას მეექვსე კლასის გასახსნელად კოსტა ჩარგეიშვილმა და სარდიონ მაჭარაძემ 5-5 მანეთი გაიღეს, პავლე ჩხენკელმა და ბესარიონ ნადარეიშვილმა — 20-20, გიგო ჭავჭანიძემ 10 მან. შესწირა, ერისტო ლეჟავამ — 3.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ერასტი ლევანის ძე მაჭარაძე დეკანოზი იყო ხონში.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ხონის ვაჟთა პროგიმნაზიას მეექვსე კლასის გასახსნელად იასონ ესაძემ, სილიბისტრო ჩიქვანმა და ვასილ თარგამაძემ 10-10 მანეთი შესწირეს, მინა ჭავჭანიძემ და ფილიპე მაჭარაძემ – 5-5, ალექსანდრე ბახტაძემ – 100, აკაკი სიმონიძემ კი 20 მანეთი გაიღო.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ყოვედღიური გაზეთი „კასპი“, რომელსაც ბოლდირევა ბაქოში გამოსცემდა, ნავთობით მოვაჭრე ჰაჯი ზეინალაბდინ თაღიევმა შეისყიდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მიხეილ აბრამიშვილმა პეტერბურგის ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში წაიკითხა რეფერატი „ერეკლე მეორის შინაური პოლიტიკა“.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ხონის ვაჟთა პროგიმნაზიას მეექვსე კლასის გასახსნელად პლატონ ფანცულაიამ 3 მანეთი შესწირა, გიორგი კოხრეიძემ და სილიბისტრო საღარაძემ – 5-5 მანეთი, გიორგი უგრეხელიძემ, ივანე საღარაძემ, ვარდენ ბახტაძემ და ივანე ქორქაშვილმა – 10-10-მანეთი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 15 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მღვდელმა სილიბისტრო ხუნდაძემ ფილიმონ ქორიძის მიერ შედგენილი ქართული გალობის გამოსაცემად 2 მანეთი გაიღო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 დეკემბერს ჭიათურაში აკაკი წერეთლის პიესა „თამარ ცბიერი“ წარმოადგინეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ივლისში ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრად არჩეული ვასილ მანსვეტაშვილი ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის ივლისში ნიკოლოზ თუმანიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის დროებით თავმჯდომარედ აირჩიეს.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის ივლისში ნიკოლოზ ხიზანიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთ „ივერია“ იუწყებოდა, რომ თომა პავლეს ძე მურადოვს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში საღორიის ახლოს მდებარე 1800 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი მიწა და ტყე, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.