რეგისტრირებული ფაქტები89954
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: ღონისძიება
თბილისის საგუბერნიო მმართველობის განცხადებით, 1897 წლის 1-ელ მაისს განსვენებული იაგორ დავითის ძე წოვიანოვის ორი მამული უნდა გაეყიდათ.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846-1847 წლებში სპირიდონ სიმონის ძე მაჭავარიანი საჩხერის მაზრის მსაჯული იყო.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846-1847 წლებში ლუდვიგ ივანეს ძე ლემერმანი გურია-ქუთაისის მაზრის მოსამართლე იყო.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846-1847 წლებში ფიოდორ დამიანეს ძე მაქსიანოვიჩი ქუთაისის მაზრის უფროსის დამხმარე იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის იანვარში მთავრობის განკარგულებით ოზურგეთის მაზრის უფროსი პოლკოვნიკი ეგოროვი ბათუმის პოლიცმაისტერად დაინიშნა.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846-1847 წლებში ალექსანდრე მათეს ძე თავდგირიძე აკეთის მაზრაში მსაჯულად მუშაობდა.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846-1847 წლებში დავით გრიგოლის ძე ერისთავი ოზურგეთის მაზრაში მსაჯულად მუშაობდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 20 თებერვლისთვის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ თბილისის კლუბის დარბაზში დაგეგმილ საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობა უნდა მიეღოთ აკაკი წერეთელს, ვასილ ველიჩკოსა და სხვ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის იანვარში ნ. რ. ერისთავიშვილმა და მისმა მეუღლემ ქართული თეატრის დასახმარებლად ათი თუმანი გაიღეს და საზოგადოების სამუდამო წევრები გახდნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 მაისს ფოთის საქალაქო ბაღში ქალთა სასწავლებლის დასახმარებლად „ლატარია-ალეგრი“ გაიმართა. შემომწირველებს შორის იყვნენ ვასილ რცხილაძე და ანდრია ღულაძე.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის იანვარში თბილისის მესამე გიმნაზიის დირექტორად ა. კოზიულკინი დაინიშნა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის იანვარში მთავრობის განკარგულებით ტატიშჩევი სახელმწიფო საბჭოს წევრად დაინიშნა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის იანვარში მთავრობის განკარგულებით გიორგი ჟურული ქართული ენის ცენზორის თანამდებობაზე დაინიშნა.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 26 იანვარს ბორჯომის ერთ-ერთ ეკლესიაში სერგეი დავითაშვილმა გაბრიელ ეპისკოსის სულის მოსახსენიებლად ქართულ ენაზე წირვა აღასრულა და პანაშვიდი გადაიხადა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 თებერვალს ოზურგეთში გამართულ გურიის სავაჭრო ამხანაგობა „შუამავალის“ მორიგ კრებაზე ითქვა, რომ საზოგადოების ნაწილი ეჭვით უყურებდა ამხანაგობის საქმეებს. „შუამავალის“ მმართველის, კონსტანტინე თავართქილაძის განცხადებით, იგი მზად იყო, ეჭვების გასაქარწყლებლად სამი კაცი აერჩიათ, რომლებიც მის მუშაობას გააკონტროლებდნენ. მათგან ერთ-ერთი უნდა ყოფილიყო აღებ-მიცემობის საქმის მცოდნე და ვაჭრობაშიც გამოცდილი ფილიპე გოგიჩაიშვილი.

