საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89910

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 14 ნოემბერს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ა. ს. ფირალოვმა ამიერკავკასიაში ქსოვითი საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ მოხსენება გააკეთა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს მალაქია ტოროშელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრებად დიმიტრი დუმბაძისა და შიო არაგვისპირელის არჩევაზე თანხმობა განაცხადა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 4 აგვისტოს თბილისში, ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში, გადაიხადეს ი. ა. აბაშიძის პანაშვიდი, რომელსაც დაესწრნენ თეოდორ ბიკოვი და ა. ლოლაძე.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 13 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა მაკო საფაროვა-აბაშიძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, გამყრელიძის, ივანიძის, ვასილ აბაშიძის, სიმონიძის, ვიქტორ გამყრელიძის, გედევანოვის, კოტე შათირიშვილის, კანდელაკის, ადამიძის და ა. შ. მონაწილეობით სპექტაკლი „მშვენიერი ელენეს მაძიებელნი“ დადგა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნებული მ. დარახველიძის სტატიის მიხედვით, სოფ. მუხაღრუაში ათასი ოჯახი ცხოვრობდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს მ. ი. ტიმჩენკო ქალთა უფასო სასწავლებლის გამგე იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ვასილ აბაშიძემ „ბედნიერი დღე“ თარგმნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის საწევრო – 3-3 მანეთი გადახდილი ჰქონდათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების შემდეგ წევრებს: მიხეილ დარახველიძეს, სეფე მხეიძეს, ფილიმონ რეხვიაშვილს, ბესარიონ ბოკუჩავას, ილია თევზაძეს, გალაქტიონ თუთბერიძეს, ზაქარია მოსიძესა და იაკობ ჩიმაკაძეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის საწევრო, 3 მანეთი, გადახდილი ჰქონდათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების შემდეგ წევრებს: ილია ოსიტაშვილს, პეტრე გასნევსკის, ნიკოლოზ ფერაძეს, სეით ჭიჭინაძეს, ესთერ ბარათაშვილისას, ვასილ აბდალაძეს, ვასილ კეთილაძესა და გრიგოლ ნარაკაძეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 18 ნოემბერს პოლიტიკურ ნიადაგზე გასამართლებული ბახვა თოლორდავა ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან ზუგდიდის სამაზრო ციხეში გაგზავნეს. მისი საქმე ოლქის სასამართლოს 28 ნოემბერს უნდა განეხილა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს გიორგი მაღნარაძემ, ევპრაქსია დგებუაძემ და ევგენია ძუბენკომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებას თითო მანეთი შესწირეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის საწევრო, 3-3 მანეთი, გადახდილი ჰქონდათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების შემდეგ წევრებს: ნესტორ გიორგაძეს, ოლღა გეგეჭკორისას, ფილიპე მგალობლიშვილს, იუსტინე მგალობლიშვილს, ანტონ მახარაძეს, პავლე ლორთქიფანიძეს, ილარიონ დათიაშვილსა და ბიკტორ ახვლედიანს.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს მთავრობამ ინჟინერ ლინდლეის კანალიზაციის მოწყობის პროექტი დაამტკიცა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს თომა გუგუშვილმა, ლევან კიკალიშვილმა და გაბრიელ ჭითავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებას თითო მანეთი შესწირეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ანასტასია გეგენავამ, პელაგია დგებუაძემ და აკაკი ზესაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებას თითო მანეთი შესწირეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ლევან აფხაზავამ, ივლიანე გაბუნიამ და არტემ ღვამბერიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებას თითო მანეთი შესწირეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს მურზა დუდუჩავამ, ვალერიან ძუბენკომ და ალექსანდრე სალაყაიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებას თითო მანეთი შესწირეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ალექსანდრე ადამიამ, აკაკი გაგუამ და ნიკოლოზ ანჯაფარიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებას თითო მანეთი შესწირეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს აგრაფინა ადამიამ, კონსტანტინე ყურაშვილმა და კონდრატე გეგეჭკორმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებას თითო მანეთი შესწირეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 18 ნოემბერს კოჯალა ყოლბაია ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან ზუგდიდის სამაზრო ციხეში გაგზავნეს. მისი საქმე ოლქის სასამართლოს 28 ნოემბერს უნდა განეხილა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის ნოემბერში შავი ქვის მრეწველთა საბჭომ ელენე ნაზაროვი სასწავლო წლის დასრულებამდე ჭიათურის საქალაქო სასწავლებლის პედაგოგად მიიწვია.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 31 ივლისს სოფელ გომში რევაზ გვერდწითელმა რევოლვერით მოკლა გიორგი ქურდოვანიძე. როგორც გაირკვა, ამ ორ საგვარეულოს შორის დიდი ხნის კონფლიქტი ჰქონდათ მამულის გაყოფის თაობაზე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ვასასი კალანდარიშვილმა, ვარლამ ლომიამ და ალექსანდრე კინწურეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებას თითო მანეთი შესწირეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის საწევრო – 3-3 მანეთი გადახდილი ჰქონდათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების შემდეგ წევრებს: პლატონ სალაძეს, რაჟდენ მიქაბერიძეს, ბესარიონ გაბადაძეს, ნესტორ ქვარიანს, ქაიხოსრო მახარაძეს, გიორგი ხუტულაშვილს, ვლადიმერ ჭუმბურიძეს, ვლადიმერ მარუაშვილსა და ივანე გობეჩიას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ილია ხუხუამ, ბესარიონ ხოფერიამ და კლიმენტი გეგეჭკორმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებას თითო მანეთი შესწირეს.