რეგისტრირებული ფაქტები89902
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა ოლივერ უორდროპმა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის აქტი მოიტანა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიასთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორთან და მიულოცა მათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მადლობა მოახსენეს დიდი ბრიტანეთის უმაღლეს კომისარ ოლივერ უორდროპს საქართველოს დამოუკიდებლობის მოლოცვისთვის.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს, 13 სააათზე საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების მინისტრი ნოე რამიშვილი საქართველოს რესპუბლიკის მასწავლებელთა ყრილობის წევრებთან ერთად მთავრობის სასახლესთან მოვიდა ეროვნული დროშებით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს საქართველოს განათლების მინისტრმა ნოე რამიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად მთავრობის სასახლის აივნიდან სიტყვით მიმართა იქ შეკრებილ მასწავლებლებს და აღნიშნა მათი როლი ამ საქმეში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს დამფუძნებელი კრების წევრი ალექსანდრე ლომთათიძე საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მთავრობის სასახლეში დამფუძნებელი კრების სახელით სიტყვით გამოვიდა და დემოკრატიის როლზე ისაუბრა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია მთავრობის სასახლის აივანზე გამოვიდა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობა მიულოცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს დიპლომატიური მოღვაწე აკაკი ჩხენკელი ხალხის თხოვნით მთავრობის სასახლის აივანზე გამოვიდა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობა მიულოცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს სახალხო გვარდიის სარდალი ვალიკო ჯუღელი ხალხის სურვილით მთავრობის სასახლის აივანზე გამოვიდა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობა მიულოცა.
1919
ტიპი: ავტორობა
სამხედრო მინისტრი ნოე რამიშვილი 1919 წლის 31 დეკემბრის რესპუბლიკის მთავრობის ბრძანებაში სამხედრო უწყების მიმართ წერს, რომ ტოვებს რა შეიარაღებულ ძალებს (სამხედრო მინისტრის პოსტს), როგორც ხელმძღანელი თავს ვალდებულად მიიჩნევს მადლობა გადაუხადოს ყველა იმ პირს, რომლებიც ხელს უწყობდნენ ქართული ჯარის შექმნა-განვითარებაში – გენერლებს, შტ. და ობ. ოფიცრებს, ჯარისკაცებს.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 31 დეკემბრის ბრძანებაში სამხედრო უწყების მიმართ სამხედრო მინისტრი ნოე რამიშვილი თანამდებობის დატოვებისას იმედს გამოთქვამდა, რომ ახლო მომავალში სრულად ჩამოყალიბდებოდა რეგულარული ჯარი და სახალხო გვარდიასთან ერთად შეძლებდა საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და მისი საზღვრების დაცვას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით თბილისის სახელმწიფო თეატრში იდგმებოდა ოპერა „ფრა-დიავოლო“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს გაზეთ „საქართველოს“ რედაქციას დილიდან ესტუმრნენ ვასილ ბარნოვი, მოსე ჯანაშვილი, ია კარგარეთელი, ნიკო თავდგირიძე, სიმონ ესაძე და სხვები და მიულოცეს საქართველოს დამოუკიდებლობა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს მთავრობის სასახლეში საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას შეხვდა საფრანგეთის სამხედრო კომისიის მეთაური დე ნონანკური და საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება მიულოცა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავით ქაიხოსროს ძე წულუკიძეს გადასახდელი ჰქონდა 1833 მანეთი და 36 კაპიკი.

