რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს მაკვანეთის მოსახლეობამ სოფელში სკოლის გახსნის ორგანიზება თევდორე კიკვაძეს მიანდო.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს თევდორე კიკვაძის წინადადებით მისმა მშობლიურმა სოფელმა, მაკვანეთმა ერთხმად მიიღო დადგენილება სოფელში სკოლის გახსნის შესახებ.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს მშობლიურ მაკვანეთში დაბრუნებულმა თევდორე კიკვაძემ იქაურ გავლენიან პირებთან სკოლის გახსნის აუცილებლობაზე დაიწყო საუბარი.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1890 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში თევდორე კიკვაძის სწავლის პერიოდში, მის მხარეში არსებობდა ერთკლასიანი სამინისტრო სკოლა, თუმცა მშობლიური მაკვანეთის მოსახლეობა სიშორის გამო ვერ სწავლობდა იქ.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის პირველ დღეებში მამია ორახელაშვილი სუვერენული საბჭოთა საქართველოს მოსკოვის მიერ ხელდასხმულ ლიდერად ითვლებოდა, თუმცა წითელი არმიის ხელმძღვანელ ორგანოთა საქმიანობაში უშუალოდ ვერ ერეოდა.
1881
ტიპი: გარდაცვალება
1881 წლის 1-ელ მარტს ალექსანდრე II-ის ეტლს ტერორისტმა რისაკოვმა ბომბი ესროლა, იმპერატორი გადარჩა, თუმცა შემდეგ ტერორისტ გრინევიცკის მიერ აფეთქებულ ბომბს ემსხვერპლა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წელს ნიკოლოზ ღოღობერიძემ თედო კიკვაძე ამიერკავკასიის რკინიგზის სადგურ გომში გაგზავნა შავი ქვის კანტორის გამგედ.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წელს თედო კიკვაძე შავი ქვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ჯოყოეთში.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს თედო კიკვაძე სოფელ ჯოყოეთიდან ჭიათურის შავი ქვის მთავარ საწარმოში გადავიდა სამუშაოდ.
1893
ტიპი: თანამდებობა
1893 წელს თედო კიკვაძე იყო შავი ქვის განყოფილების გამგე ჭიათურის მთავარ საწარმოში.
1893
ტიპი: თანამდებობა
1893 წელს ჭიათურის შავი ქვის მთავარ საწარმოში მადნის დამუშავების ტექნიკური ხელმძღვანელები იყვნენ გიორგი და ირაკლი დეკანოზიშვილები.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის იანვარში სახალხო სკოლების დირრექტორმა ლევიცკიმ დაამტკიცა სოფელ მაკვანეთში გახსნილი სკოლა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს სახალხო სკოლების დირექტორმა ფილიპე ლევიცკიმ ნიკო ჯანაშია მაკვანეთის სკოლის მასწავლებლად დაამტკიცა.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წელს თედო კიკვაძის ხელშეწყობითა და სახალხო სკოლების ინსპექტორ კონსტანტინე მაჭავარიანის დახმარებით სახალხო სკოლების დირექციამ მაკვნეთის სკოლა დაამტკიცა ორკლასიან სამინისტრო სკოლად.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წელს ვასილ ბარნოვი მეთვალყურედ მსახურობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში.

