რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის ხატვის მასწავლებლად დაინიშნა ვ. ა. ბალანჩივაძე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 10 თებერვალს გრიგოლ კონსტანტინეს ძე ორჯონიკიძემ თბილისიდან მოსკოვში საბჭოთა ხელისუფლებას შეატყობინა, რომ რუსული მანეთის კურსი საქართველოში 50-60%-ით დაეცა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მამია ორახელაშვილი განათლების სახალხო კომისარიატს ხელმძღვანელობდა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს ფილიპე მახარაძე საქართველოს რევკომის თავმჯდომარედ და მიწათმოქმედების სახალხო კომისრად დანიშნეს.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წლის 30 მარტს სერგო კონსტანტინეს ძე ორჯონიკიძემ თურქეთში მყოფ ბუდუ მდივანს დეპეშით შეატყობინა, რომ იგი რევკომის წევრი იყო.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ შალვა ელიავა საგარეო ვაჭრობის უწყებას ხელმძღვანელობდა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს ბესო კვირკველია საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად დანიშნეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 მარტს საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა ფილიპე მახარაძის თავმჯდომარეობით პრეზიდიუმი აირჩია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილეს ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის განცხადება საქართველოში უცხო ტომთა გადმოხვეწის შესახებ. შედეგად, ვლადიმერ გობეჩიას, გრიგოლ ვეშაპელისა და შალვა მესხიშვილისგან შეიქმნა ახალი კომისია საკითხის გამოსაკვლევად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილეს გიორგი გვაზავას წინადადება, ეროვნული საბჭოს რეორგანიზაციის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე კომისიის წევრს, ბარნაბა პაპავას დაევალა ქართველი ტყვეების დახსნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დადგინდა, რომ ამიერკავკაციის გამიჯვნის კომისიას უნდა დამატებოდა დიმიტრი ხოშტარია, მიხეილ მაჩაბელი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე აფხაზი და გიორგი გვაზავა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილეს თავდაცვის კომისიის თხოვნა, პოლკოვნიკ ვასილ კარგარეთელისათვის 20 000 მანეთის გადაცემის საჭიროების თაობაზე.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885-1890 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი, არქიმანდრიტი ნიკოლოზი საზოგადოდ არ იყო სასტიკი ადმინისტრატორი.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორს, არქიმანდრიტ ნიკოლოზს შეეძლო სემინარიაში მოწაფეთა აჯანყების მეთაურები სრულად გაერიცხა სემინარიიდან, თუმცა იგი მხოლოდ ყოფაქცევაში ოთხიანების გამოყოლებას დასჯერდა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1890 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში თევდორე კიკვაძის სწავლის პერიოდში მას სემინარიის რექტორი ნიკოლოზი ყველაზე სასტიკად ეპყრობოდა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს, მიუხედავად ცუდი დამოკიდებულებისა, თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორმა, ნიკოლაი დარსკიმ თევდორე კიკვაძეს შესთავაზა კიევის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება და სარეკომენდაციო წერილსაც შეჰპირდა.

