საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91352

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ბაქოს გამგეობამ სამშენებლო კომიტეტს 3000 მანეთი ასესხა. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს კონსტანტინე ლორთქიფანიძე და რაჟდენ ნაცვლიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ვასილ ახვლედიანი და ვლადიმერ ახობაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების კრებაზე 1916 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა განიხილეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ ბაქოს გამგეობას მიმდინარე წელს მთლიანად 13398.92 მანეთი ჰქონდა გაცემული. 1916 წლის პირველი იანვრისთვის კი სალაროში 1320.28 მანეთი დარჩა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სანდრო ჩხეტია ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში უნდა ჩამოეყვანათ. მისი საქმე თბილისის სამოსამართლო პალატას უნდა განეხილა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს იგორ სავლეს ძე მიქელაძე სამურზაყანოს (საბოქაულოს) ოლქის მმართველი იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს იოსებ ივანეს ძე გოგიჯანოვი რედუტ-კალეს (ახ. ყულევი) მარილის მაღაზიის აღმწერად მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს კომისარი ნიკოლოზ თეოდორეს ძე ლორთქიფანიძე რედუტ-კალეს (ახ. ყულევი) სამხედრო მმართველი, კომისარი იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს გუბერნიის რეგისტრატორი მელქისედეკ რომანის ძე შახდინაროვი ახალციხის მაზრის აქციზის გადასახადის ზედამხედველად მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1847-1849 წლებში ლეიტენანტი მატვეი გრიგოლის ძე დანილოვი ახალციხის მაზრის პოლიციის მმართველი იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს კოლეგიის რეგისტრატორი იაკობ დიმიტრის ძე გრიზლოვი ახალციხის მაზრის მმართველის თანაშემწედ მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1847-1849 წლებში ტიტულოვანი მრჩეველი კონსტანტინე ივანეს ძე ცაცკინი ახალციხის მაზრის მმართველის თანაშემწედ მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს კოლეგიის ასისტენტი ედუარდ ევსტათეს ძე კოცებუ ახალციხის მაზრის მმართველი იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს გუბერნიის რეგისტრატორი ანტონ სტეფანეს ძე კრილოვი ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრის მმართველის მდივნად მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს გუბერნიის მდივანი ივანე სიმონის ძე მაჭავარიანი ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრის მმართველის თანაშემწედ მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს ტიტულოვანი მრჩეველი ალექსანდრე ოსიპის ძე თუმანოვი ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრის მმართველი იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს გუბერნიის მდივანი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე სემიონენკო ქუთაისის გუბერნიაში შორაპნის მაზრის მმართველის მდივნად მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს გუბერნიის მდივანი დავით იგორის ძე ერისთავი ქუთაისის გუბერნიაში შორაპნის მაზრის მმართველის თანაშემწედ მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს პორუჩიკი ეფიმ კონსტანტინეს ძე გრეიფი ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრის მმართველის თანაშემწედ მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს ტიტულოვანი მრჩეველი გიორგი სტეფანეს ძე მიზანდაროვი ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრის მმართველი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს თბილისის გუბერნიის მდივანი იყო ბეჟან ლაზარეს ძე ბეჟანოვი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლანჩხუთში გამართული საღამოს შემოსავლიდან ქუთაისის სამეურნეო სკოლის ღარიბ მოსწავლეს, ეგნ. ინგოროყვას 5 მანეთი გაუგზავნეს.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს ეგნ. ინგოროყვა ქუთაისის სამეურნეო სკოლის მოსწავლე იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ ბაქოს განყოფილების შემოსავალი ჯამში 13398.92 მანეთს შეადგენდა. აქედან გასული წლის ნაშთი 2718.12 მანეთი იყო, საწევრო გადასახადით მიღებული თანხა — 529 მანეთი, სასკოლო ფონდის შემოწირულობა — 1134.05, დამატებითი მოგება კი — 231.45 მან.