რეგისტრირებული ფაქტები85221
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 10 ნოემბერს გაიმართა ბათუმის საბჭოს ხმოსანთა არჩევნები. ხმოსნობის კანდიდატები იყვნენ: მემედ-ბეგ აბაშიძე, ზია-ბეგ აბაშიძე, მელიტონ ანჯაფარიძე, ექვთიმე ბერძენიშვილი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 10 ნოემბერს გაიმართა ბათუმის საბჭოს ხმოსანთა არჩევნები. ხმოსნობის კანდიდატები იყვნენ: ივანე ბეთანოვი, სტეფანე ვარძელოვი, მოსე ბარკალაია, მუფტი ზადე კაადირ ეფენდი და ნიკოლოზ საბაევი.
1902
ტიპი: გარდაცვალება
1902 წლის 14 ნოემბერს პოლკოვნიკი ზაალ ჩრდილელი უეცრად გარდაიცვალა ოლგას ქუჩაზე, თამამშევის სახლში. გვამი მიხეილის სამკურნალოს საანატომიო განყოფილებაში გაგზავნეს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 10 ნოემბერს გაიმართა ბათუმის საბჭოს ხმოსანთა არჩევნები. ხმოსნობის კანდიდატები იყვნენ: იასონ საბახტარიშვილი, კარლო ჩხეიძე და ალფესი მიქელაიშვილი.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895 წლიდან ვასილ კოპტონაშვილი 10 წლის განმავლობაში მასწავლებლად მუშაობდა ჯავახეთის სოფელ ჩუნჩხაში.
1905
ტიპი: ღონისძიება
სოფელ ჩუნჩხის სკოლაში ათწლიანი მუშობის შემდეგ 1905 წელს ვასილ კოპტონაშვილი მღვდლად ეკურთხა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლიდან ვასილ კოპტონაშვილი მღვდლად კურთხევის შემდეგაც სხვადასხვა სოფლის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922-1932 წლებში ვასილ კოპტონაშვილი ახალქალაქის რაიონის სოფელ კოთელიაში სახლობდა და ეწეოდა მეურნეობას.
1922
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1922-1932 წლებში ვასილ კოპტონაშვილი ცხოვრობდა მამა-პაპისეულ სახლში ახალქალაქის რაიონის სოფელ კოთელიაში.
1932
ტიპი: ღონისძიება
1932 წელს ვასილ კოპტონაშვილი ახალქალაქის რაიონის სოფელი კოთელიიდან ბორჯომში გადავიდა საცხოვრებლად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1923 წლებში ვასილ კოპტონაშვილი მანგლისის ახლად გახსნილ პროგიმნაზიაში ქართულ ენას ასწავლიდა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905-1923 წლებში ვასილ კოპტონაშვილი ქართულის მასწავლებელი იყო სოფელ თოკის, ხერთვისის, ვარევანის, „საქველმოქმედო საზოგადოების“ და სახალხო სადირექციო სკოლებში.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923-24 წლებში ვასილ კოპტონაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაცავში აღმოჩენილი თავისი ნაწერები რემინგტონის საბეჭდ მანქანაზე გადმოაბეჭდინა.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923-24 წლებში ვასილ კოპტონაშვილმა თავისი ნაწერების ნაწილი აღმოაჩინა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაცავში, რომელიც ცენტრალურ არქივში იყო განთავსებული.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წელს თათართა შემოსევამ მესხეთ-ჯავახეთში გაანადგურა ვასილ კოპტონაშვილის ოჯახის ქონება და მდიდარი წიგნთსაცავი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს გორის მაზრის სოფელ წითელ საყდარში თათართა შემოსევას შეფარებულ ლტოლვილთა შორის იმყოფებოდა ვასილ კოპტონაშვილი.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს ვასილ კოპტონაშვილმა სოფელ მესხის სკოლაში გარეშე სოფლებიდან მოსიარულეთათვის მესხში ღამის გასათევი გამოძებნა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს ვასილ კოპტონაშვილის ინიციატივით სოფელ მესხის სკოლის ძველ ნაწილს ახალი შენობა დაემატა გვერდით.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს ვასილ კოპტონაშვილი ხშირად აწვდიდა გაზეთ „ივერიას“ მასალებს მესხეთ-ჯავახეთის მოსახლეობის ცხოვრებიდან.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 3 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მ. ლობჟანიძის თაოსნობით ქუთაისში ქართული ფილარმონიული საზოგადოების განყოფილება უნდა დაეარსებინათ.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 10 ნოემბერს გაიმართა ბათუმის საბჭოს ხმოსანთა არჩევნები. ხმოსნობის კანდიდატები იყვნენ ეგნატე გედევანოვი, პავლე მჭედლიშვილი,მიხეილ და ნიკოლოზ ნაკაშიძეები.