საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87259

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ საზოგადოებისთვის გამოუსადეგარი ნივთების სიის შესადგენად და გასაყიდად კომისიის შექმნის საკითხი დასვა. გამგეობამ ბურჯანაძეს დაეთანხმა და დაადგინა, შექმნილიყო კომისია, რომლის წევრებიც იქნებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ნინო ნაკაშიძე და ვარლამ ბურჯანაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ თავმჯდომარის ხელფასი თვიურად 4 900 მანეთი იყო, მდივნის – 4 200, წიგნების გამომცემლობის ხელმძღვანელის – 3500 მან., ბუღალტრისა – 3500, მუდმივი კორექტორის ხელფასი კი – 4200 მან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე კირილე ნინიძემ გამგეობის წევრებს მოახსენა, რომ გიორგი ზდანოვიჩის ნაანდერძევი ტყვარჩელის მადნებიდან მოდავე ჯგუფი 30%-ს ითხოვდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გორში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების საკითხი უნდა განეხილათ. განხილვა გადადეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 თებერვალს ნინო ნაკაშიძე, თევდორე კიკვაძე, სეით იაშვილი, იოსებ გიორგობიანი, შიო დედაბრიშვილი, კირილე ნინიძე და ვარლამ ბურჯანაძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების ბინის ქირის მომატების საკითხი. სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1919 წლის ივნისიდან საზოგადოებას ქირა 1 080 მანეთამდე გაუზარდეს, 1920 წლის იანვრიდან კი – 2 960-მდე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილის „Русское слово“ს I ნაწილის შემსწორებელმა კომისიამ, რომლის ხელმძღვანელი იყო პავლე მეტრეველი, გამგეობას გაწეული შრომის საფასურად წიგნის ნომინალური ფასის 20%, ხოლო ავანსად 40 მილიონი მანეთი სთხოვა. გამგეობამ კომისიის თხოვნა დააკმაყოფილა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის ნოემბერში იაკობ გოგებაშვილის „Русское слово“-ს I ნაწილი შეასწორა და შეავსო კომისიამ, რომლის წევრები იყვნენ პავლე მეტრეველი, ათანასე ხარაბაძე, ნინო ნაკაშიძე და ვარლამ ბურჯანაძე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილის „Русское слово“-ს I ნაწილის შემსწორებელმა კომისიამ (ხელმძღვანელი პავლე მეტრეველი), გამგეობას შესთავაზა, შესწორებული „Русское слово“ 10 000 ცალი დაებეჭდა. გამგეობა კომისიას დაეთანხმა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ წიგნის მაღაზიაში ჩეკების სისტემის აღდგენის შესახებ მოხსენება წაიკითხა. გამგეობამ დაადგინა, დროებით დარჩენილიყო არსებული წესი – ყველა გაყიდული წიგნი ცალკე დავთარში ჩაეწერათ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ კანცელარიის ბინის შეკეთების საკითხი დასვა. გამგეობამ დაადგინა, ბინის შესაკეთებლად 2 მილიონი მანეთი გადაედო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 16 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ნინო ნაკაშიძე, ვარლამ ბურჯანაძე და ივანე ელიაშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ხონის განყოფილების გამგეობის თხოვნა ანგარიშების წარსადგენად ბლანკების დაჩქარებით გადაგზავნის შესახებ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 16 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის გაზეთების გაერთიანებულმა გამომცემლობამ გამგეობას საზოგადოების გამოცემულ ქართულ წიგნებზე ფასდაკლება სთხოვა. მათ სურდათ, ეს წიგნები აჭარაში გაევრცელებინათ. გამგეობამ უარი უთხრა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ ბანკისგან გამოსყიდული 4/6 ზომა ქაღალდით 5 000 „დედა ენის“ I ნაწილის გამოცემის საკითხი დასვა. გამგეობამ ბურჯანაძის წინადადება მიიღო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 16 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ობჩის ბიბლიოთეკა-სამკითხველომ გამგეობას საზოგადოების გამოცემული წიგნები სთხოვა. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი ჯავახიშვილის თხოვნა თავისი შედგენილი წიგნის რედაქტორად დანიშვნისა და ჰონორარიდან 15 000 მანეთის წინასწარ მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იტალიელი ვაჭრის წინადადება საკითხავი წიგნების ნაღდი ფულით შეძენის შესახებ. მისი ჩამოტანილი წიგნებიდან თითოს შეძენა საზოგადოებას 20 000 მანეთამდე დაუჯდებოდა. გამგეობა არ დათანხმდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის ნოემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პრეზიდიუმის თანხმობით პროფესორ პეტრე მელიქიშვილს საჩუქრად გადასცეს 300 000 მანეთის ღირებულების ალექსანდრე ყაზბეგის თხზულებათა სრული კრებული.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ მოსამსახურეებისთვის ჯამაგირის მომატების საკითხი. განხილვა გადაიდო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 27 ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების სამკითხველოში 300-ზე მეტი ქართული და 200 რუსული წიგნი იყო. ანგარიშს ხელი მოაწერა ეპიფანე სილიბისტროს ძე ჩხაიძემ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრმა ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ მისწერა, რომ საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილებას დაბა ლანჩხუთში ჰქონდა წიგნის მაღაზია, სადაც ქართულ-რუსული სახელმძღვანელოები იყიდებოდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 27 ოქტომბერს ლანჩხუთში მყოფი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრი ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოვცაძემ მისწერა, რომ განყოფილება იღებდა ისეთ გამოცემებს, როგორიც იყო: „სახალხო ფურცელი“, „ნაკადული“, „მეგობარი“, „აზრი“, „თეატრი და ცხოვრება“, „ზაკავკაზსკიე რეჩი“, „ოგონიოკი“ და „დენ“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 24 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარემ ეპიფანე სილიბისტროს ძე ჩხაიძემ მთავარგამგეობას ქართული წიგნების შესაძენად სესხის 400 მანეთიდან 1000 მანეთამდე გაზრდა სთხოვა.