რეგისტრირებული ფაქტები80197
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ელენე ნესტორის ასული მაჭარაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გადამწერი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 38-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა. მისი მოადგილე პეტრე მირიანაშვილი იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაღაზიის გამგის თანაშემწის, გიორგი სპირიდონის ძე ლომთათიძის ჯამაგირი 480. 40 მანეთი იყო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს გიორგი სპირიდონის ძე ლომთათიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაღაზიის გამგის თანაშემწე იყო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ივანე გიორგის ძე ავალიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაღაზიის გამგე იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს გომარეთის სკოლის მასწავლებლის, ლავრენტი იოსების ძე ძიძიგურის ჯამაგირი 360 მანეთი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 10 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ტარას მომცელიძეს 70 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ქაღალდებით 11531.11 მანეთი ჰქონდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის განსაზღვრული ჰქონდა 11660.69 მან., სათადარიგოდ – 9605, წიგნებისთვის კი – 1299.13 მანეთი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ნაღდი ფულით 4373.46 მანეთი ჰქონდა.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 23 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა გიორგიწმინდის სკოლის მასწავლებლის არისტოფანე დომენტის ძე რამინაშვილის (რამინიშვილის) თხოვნა სკოლის შენობის შეკეთებასთან დაკავშირებით. გამგეობის დადგენილებით, შენობის შეკეთება სოფლის მოვალეობა იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებამ საგანგებო შემთხვევებისთვის გამოყოფილი თანხიდან 6660.35 მანეთი ისესხა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 19 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთექვსმეტე სხდომა. სხდომაზე დიმიტრი ხახუტაშვილმა და ალექსანდრა გვერდწითელმა წარმოადგინეს საზოგადოების სასარგებლოდ ფულის მოსაგროვებლად წაღებული ყულაბები, საიდანაც გამგეობამ ჯამში მიიღო 15 მანეთი.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრამეტე სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა გომარეთის სკოლის პედაგოგმა თომა კევლიშვილმა, რომ მისთვის წინასწარ გაეგზავნათ ივნისის, ივლისისა და აგვისტოს ხელფასი. გამგეობამ თომა კევლიშვილის თხოვნა დააკმაყოფილა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 4 მაისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გახსნა ბარბარე ივანეს ასული კვირკველიას მიერ წარმოდგენილი ყულაბა N156, რომელშიც აღმოჩნდა 84 მან. 57 კაპ. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე და წევრები: ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ივანე რატიშვილი და დავით კარიჭაშვილი.