რეგისტრირებული ფაქტები80197
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 5 ივნისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთვრამეტე სხდომაზე სკოლების რევიზია გადაწყვიტეს. გამგეობამ ბათუმში რევიზიის ჩასატარებლად გააგზავნა იაკობ გოგებაშვილი, თიანეთში – გრიგოლ ყიფშიძე, ვლადიკავკაზში – ალექსანდრე ჭიჭინაძე, წინარეხსა და ხელთუბანში – ივანე რატიშვილი, ხოლო გომარეთში – ექვთიმე თაყაიშვილი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ შემდეგი სხდომისთვის გადადო მდივან დავით კარიჭაშვილის მოხსენება სკოლათა რევიზიის ევტიხი მამინაიშვილისათვის დავალების შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დიმიტრი ნადირაძის მიერ წარმოდგენილ ყულაბა N185-ში აღმოჩნდა 4 მან. 45 კაპ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 მარტს იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილ, გადაწერილ და ხელმოწერილ ანდერძში მოანდერძემ თავისი ნების ამსრულებლებად დანიშნა: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, ვალერიან ლევანის ძე გუნია, ნიკოლოზ იოსების ძე ლომოური, სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილი, ანდრია სოლომონის ძე ღულაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობამ საპატიო წევრ გიორგი ქართველიშვილის მიერ შემოწირული „ვეფხისტყაოსნისა“ და ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს ისტორიის“ გაყიდვიდან შემოსული 1351 მანეთიდან, მისივე სურვილის თანახმად, ნახევარი თანხა – 675 მან. 50 კაპ. ჩათვალა შემოწირულობად და ნახევარი თანხა დაუბრუნა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე ივანე იოსების ძე კაჩუხოვმა განაცხადა, რომ საწევრო გადასახადის შემცირების საკითხი 8 წლის განმავლობაში განიხილებოდა და ორი დაპირისპირებული მხარე არსებობდა. პირველი მხარე ბატონური ტონით გამოირჩეოდა და ამბობდა, რომ ხალხის ინტერესები და საქმე სხვას უნდა ემართა და არა თავად ხალხს. მეორე მხარე კი – დემოკრატიულობას ემხრობოდა და ფიქრობდა, რომ ყველაფერი ხალხს უნდა გაეკეთებინა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე იესე ალექსანდრეს ძე ბარათაშვილმა განაცხადა, რომ იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძეს ეგნატე ხრამელაშვილის გარდაცვალების შემდეგ გაგრძელებული მისი სახელმძღვანელო წიგნების უკანონოდ ბეჭდვის საკითხთან დაკავშირებით თავის გასამართლებელი საბუთის დაკარგვის თუ ეშინოდა, შეეძლო ნოტარიუსით დამოწმებული ასლი წარედგინა გამგეობისთვის და, რადგან ასე არ მოიქცა ამით ცხადი იყო, რომ მას სინამდვილეში საბუთები არ ჰქონდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბრის წლიური კრების ოქმის მიხედვით, 1911 წლის წლიურ კრებაზე დაადგინეს, რომ რადგან საზოგადოების წევრების რიცხვი შემცირებული იყო, გამგეობას მათი შემცირების საკითხი უნდა შეესწავლა და საგანგებო კრებისთვის მოხსენება წარედგინა. დავით გიორგის ძე ხართიშვილის განცხადებით, გამგეობას საკითხი არ შეუსწავლია და არც საგანგებო კრებისთვის წარუდგენია მოხსენება.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე სევერიანე ნიკოლოზის ძე ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მასთან მისული იყო იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძე და სთხოვდა, რომ სამედიატორო სასამართლოს საშუალებით გაერკვია ეგნატე ხრამელაშვილის გარდაცვალების შემდეგ გაგრძელებული სახელმძღვანელო წიგნების უკანონოდ ბეჭდვის საკითხი. მან მერკვილაძეს ურჩია, რომ თუ რაიმე თავის გასამართლებელი საბუთები ჰქონდა გამგეობისთვის წარედგინა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა წაიკითხა 1911 წლის წლიური კრების დადგენილება.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მოისმინა გიორგი იოსელიანის მიერ წარმოდგენილი კავკავის სკოლის ანგარიში, რომლის მიხედვით, კავკავის სკოლის მეორე განყოფილების მოსწავლეები სუსტები იყვნენ ყველა საგანში, მესამე განყოფილებისა – გეოგრაფიაში, მეოთხე განყოფილებისა – არითმეტიკასა და გეოგრაფიაში.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაამტკიცეს 2 დეკემბრის კრებაზე მიღებული რეზოლუცია სტიპენდიების შესახებ. კრების ოქმს ხელი მოაწერეს თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ გამგეობამ იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძეს ეგნატე ხრამელაშვილის გარდაცვალების შემდეგ გაგრძელებული მისი სახელმძღვანელო წიგნების უკანონოდ ბეჭდვის საკითხთან დაკავშირებით თავის გასასამართლებელი საბუთი არაერთხელ მოსთხოვა, თუმცა მან არც ერთხელ არ წარმოადგინა იგი. მერკვილაძემ კი განმარტა, რომ საბუთების დაკარგვის შიშის გამო არ წარუდგინა საბუთები გამგეობას.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ფილიპე მგელაძემ წარმოადგინა კალისტრატე გოგუას მიერ შემოწირული სულხან-საბა ორბელიანის ქართული ლექსიკონის ხელნაწერი. გამგეობამ შემოწირულობა მიიღო და მადლობა გამოუცხადა მას.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა ლუარსაბ ბოცვაძემ ბუნდოვანი სურათებისა და ფანრის შეძენის შესახებ, რომლებიც გამგეობის დავალებით დაათვალიერეს და შეაფასეს გიორგი ყაზბეგმა და ლუარსაბ ბოცვაძემ. გამგეობამ მას მოხსენებულ სურათებში 254.07 მანეთი გადასცა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 17 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთერთმეტე სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, შიო დედაბრიშვილი, სერგი გორგაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, ფილიპე მგელაძე, შალვა მიქელაძე, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ რცხილაძე და ალექსანდრე ყიფშიძე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა სამუზეუმო სექციის წევრმა დავით კარიჭაშვილმა მუზეუმისთვის მოსალოდნელი ხარჯის შესახებ. გამგეობამ მოხსენების საფუძველზე მას ხარჯთაღრიცხვის 39-ე მუხლის გათვალისწინებით გადასცა 238 მანეთი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს სერგო დავითის ძე ჯაფარიძის განცხადება, რომ დროის უქონლობის გამო ვერ დაესწრება გამგეობის სხდომებს, ამიტომ ითხოვს ამოირიცხოს გამგეობის წევრობიდან. გამგეობამ განაცხადა, რომ გაითვალისწინებდნენ მის თხოვნას.