რეგისტრირებული ფაქტები80195
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: გარდაცვალება
თბილისის ქვაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის სამეტრიკო წიგნის ჩანაწერი N 8 იუწყება, რომ 1912 წლის პირველ ივნისს სამოცდათორმეტი წლის ასაკში წვრილი ნაწლავის სიმსივნით გარდაიცვალა მღვდლის შვილი იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილმა სამუზეუმო სექციას დასამტკიცებლად წარუდგინა გეგმა, რომ რუსული და სხვა უცხოური წიგნებიდან უნდა გამოეყოთ ისეთი წიგნები, რომლებიც საქართველოს და კავკასიას ეხებოდა, ასევე გამოეცათ მნიშვნელოვანი წიგნები და დოკუმენტები.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 16 დეკემბრის სამუზეუმო სექციის სხდომაზე იროდიონ სონღულაშვილის განცხადება განიხილეს, რომელიც წიგნსაცავისა და მუზეუმის შემოწმებას და შემოწმების შემდეგ სამუზეუმო სექციისთვის ჩაბარებას ითხოვდა. გამგეობამ სონღულაშვილის წინადადება მიიღო.
1913
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა სექციის დადგენილებით მუზეუმისთვის დავით კაკაბაძისაგან ორი სურათი (სოლომონ მეფე და აველის სტილზე ნახატი მონადირე) შეიძინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის პირველ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეჩვიდმეტე სხდომას ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი დეკემბრისთვის საზოგადოების ანგარიშზე არსებული ბალანსი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთექვსმეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია და გრიგოლ ყიფშიძე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთექვსმეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია და გრიგოლ ყიფშიძე. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი ნოემბრიდან 24 ნოემბრამდე მიღებული საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ზურაბიშვილი და გრიგოლ ყიფშიძე, წარმოადგინეს I და II სახალხო ბიბლიოთეკის შემოსავალ-გასავლის ანგარიში.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები, რომლებმაც 1916 წელს საწევრო გადაიხადეს, იყვნენ სამსონ დარისპანის ძე წერეთელი, ვიქტორ (ბიქტორ) წულაძე და ვასილ ქაიხოსროს ძე წულაძე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება დაიხურა სამ საათსა და ორმოცდაათ წუთზე. კრების გაგრძელება დაინიშნა 23 ნოემბერს, დილის 11 საათზე, ახალი კლუბის დარბაზში. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 10 ივნისს სამუზეუმო კომიტეტმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ ცისკარაშვილის ქვრივი თანახმა იყო მისი კუთვნილი ადგილი, ოლღასა და წყნეთის ქუჩების გადაკვეთაზე, სამუზეუმო კომიტეტისთვის 1700 მანეთად მიეყიდა, ხოლო ბედ 550 მანეთი მოითხოვა. ხელს აწერენ: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალ. პ. სარაჯიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ვახტანგ მუსხელაშვილი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეჩვიდმეტე სხდომა. სხდომაზე ალექსანდრე ჭყონიამ გამგეობას შესთავაზა, რომ მომდევნო სხდომაზე საზოგადოების საპატიო წევრად აერჩიათ ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა სწავლა-განათლების გავრცელების საქმეში. გამგეობამ მხედველობაში მიიღო მისი წინადადება და ილია წინამძღვრიშვილი აირჩია წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე ლომთათიძემ განაცხადა, რომ სჯობდა ცოტა ბიბლიოთეკა ყოფილიყო და კარგად მოწყობილი, ვიდრე ბევრი და ცუდ მდგომარეობაში მყოფი. ისინი ხშირად უნდა დაეთვალიერებინა სკოლების მეთვალყურეს, რომელიც იმავდროულად ბიბლიოთეკების ზედამხედველადაც ითვლებოდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძემ განაცხადა, რომ საჭირო იყო ბიბლიოთეკებში სტატისტიკური ცნობების შესადგენად შემოეღოთ წიგნები და რვეულები, სადაც მკითხველებს შესაძლებლობა ექნებოდათ ჩაეწერათ თუ როგორი შინაარსის წიგნები მოსწონდათ, რომელი მწერალი და სხვ., რომ შემდეგ მათი გემოვნება და მოთხოვნილებები გაეთვალისწინებინა ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დ. ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ უნდა შეედგინათ ბიბლიოთეკებისთვის საჭირო ქართული წიგნების სია. ასევე სისტემატიურად გაემართათ სახალხო კითხვები და ამის ხელმძღვანელობა მასწავლებლებისთვის დაევალებინათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ივანე გაბრიელის ძე ძიძიშვილმა და ელისაბედ მიხეილის ასულმა ძიძიშვილმა გადაიხადეს საწევრო.