საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72439

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 17 მარტის გზეთ „ერთობის“ ცნობით, ჩოხატაურის რაიონის კომისარმა პავლე ცინცაძემ ქუთაისის გუბერნიის კომისარს შეატყობინა, რომ მობილიზაციის საქმე კარგად მიდიოდა. მოხალისედ ბევრი ჩაეწერა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 17 მარტის „ერთობის“ ცნობით, დუშეთის მაზრის კომისრად იოსებ გიორგის ძე ირემაშვილი (პართენაშვილი) დაინიშნა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 17 მარტის „ერთობაში“ მენშევიკების ფრაქციის სახელით სეიმის 13 მარტის სხდომაზე წარმოთქმული ირაკლი წერეთლის სიტყვა დაიბეჭდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 15 სექტემბრიდან ვლადიმერ გაჩეჩილაძე ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვლადიმერ სამსონის ძე გაჩეჩილაძე დაქორწინდა მარი ნიკოლოზის ასულ ამაშუკელზე. ჰყავდათ ვაჟი - რევაზი. ცოლ-შვილი ორივე მართლმადიდებელი სარწმუნოების იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 31 აგვისტოდან ვლადიმერ გაჩეჩილაძე დაინიშნა ახალციხის ვაჟთა პროგიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად.

1911

ტიპი: სტატუსი

1911 წელს ვლადიმერ სამსონის ძე გაჩეჩილაძემ მთავარი მასწავლებლის წოდება მიიღო.

1918

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, ვლადიმერ გაჩეჩილაძემ განათლება მიიღო ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 29 სექტემბერს პიატიგორსკის შტაბის უფროსს – გენერალ ივანე ერდელს საჭიროდ მიაჩნდა „დობროარმიის“ დიდი ძალის გაგზავნა თერგის ოლქსა და დაღესტანში მდგომარეობის განსამტკიცებლად. დენიკინის აზრით კი, ვინაიდან ცარიცინის ფრონტზე შექმნილი საგანგებო ვითარება არ იძლეოდა ამის საშუალებას, ამიტომ გენერალ ერდელს მთიელებთან მებრძოლი ძალების შესავსებად ასაკოვან კაზაკთა მობილიზაცია უნდა გამოეცხადებინა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 29 სექტემბრის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ „ვოზროჟდენიეზე“ დაყრდნობით აქვეყნებს ინფორმაციას გენერალ დენიკინის „დობროარმიის“ შერყეულ მდგომარეობაზე, რომ მას შეუსუსტდა პოზიციები კრასნოვოდსკთან და მძიმე ვითარება ჰქონდა ცარიცინშიც, რომელსაც მთელი ძალებით უტევდა. ასევე თერგის ოლქში, განსაკუთრებით დაღესტნის მოსაზღვრე რაიონებში, არ წყდებოდა პარტიზანული ომები.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 29 სექტემბრის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ (რედაქტორი აჰმედ ცალიკოვი) პატივს მიაგებს დენიკინელთა წინააღმდეგ ბრძოლაში რევოლუციის იდეალებს შეწირულ დაღესტნის გმირთა ხსოვნას: ალი დახადაევს (1918 წ.), პეტროვსკში დახვრეტილ ულუბი ბუინაკსკისა და მის ხუთ ამხანაგს (1919 წ.), ყუმუხ-თემირხან-შურის გზაზე მოკლულ გარუნ საიდოვს (1919 წ).

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 12 ნოემბერს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა თბილისის ვაჟთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს მისწერა, რომ 1919 წლის 8 ნოემბრის N 2296 მიწერილობის თანახმად, გაუგზავნა თავისი რწმუნებული გიმნაზიის მე-6 კლასის ყოფილი მოსწავლის ვახტანგ ამბოქაძის დათხოვნის მოწმობა, დაბადების მოწმობა N 38, აცრის მოწმობა N 475 და წოდების მოწმობა ნამსახურეობითი სიის პირთან ერთად. სთხოვა, ხსენებული საბუთების მიღება ეცნობებინა. ხელს აწერენ: გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე ჭიჭინაძე.

1904

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვახტანგ ამბოქაძე, თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის მოსწავლე, დაიბადა 1904 წლის 7 მარტს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტროს N 78 ბრძანების თანახმად, ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მასწავლებელ ილია გრიგოლის ძე ამაღლობელს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მათემატიკის მასწავლებლის წოდება მიენიჭა. ბრძანებას ხელს აწერს განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 7 მარტის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგის გრიგოლ ნათაძის ბრძანების თანახმად, ილია გრიგოლის ძე ამაღლობელი ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის შტატის მასწავლებლად დამტკიცდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 8 ნოემბერს გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელი ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს სწერს, რომ მარტის შუა რიცხვებში საპატიო მიზეზით თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიაში მასწავლებლად მუშაობა შეწყვიტა. მან ორი თვის შემდეგ მიიღო თავისუფლება ანაზღაურების შენარჩუნებით. ამ მიზეზით სამინისტრომ მისი შტატის მასწავლებლად დამტკიცება ვერ მოასწრო. 1919 წელსაც გიმნაზიაში შტატის გარეშე მასწავლებლად დაინიშნა. ის დირექტორს სთხოვდა სამინისტროსთან შუამდგომლობას, რომ პირველი სექტემბრიდანვე შტატის მასწავლებლად დაემტკიცებინათ, როგორც უმაღლესი განათლების მქონე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 13 ნოემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორი საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს სწერს, რომ წარუდგენს ისტორიის მასწავლებლის გრიგოლ ამაღლობელის თხოვნას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 ოქტომბერს განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორმა ვუკოლ ბერიძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ აბესაძემ ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ გიმნაზიის მასწავლებელ ილია ამაღლობელს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის წოდება მიენიჭა და 1919 წლის პირველი სექტემბრიდან თანამდებობაზე დამტკიცდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 17 ოქტომბერს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს მისწერა, რომ ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის ყოფილი მოსამზადებელი კლასის შტატის მასწავლებელი ილია გრიგოლის ძე ამაღლობელი გიმნაზიასთან არსებული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის სხვადასხვა საგნის მასწავლებლად მიიწვია. ის ამაღლობლის შტატის მასწავლებლად დამტკიცებას ითხოვდა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე ჭიჭინაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 7 მარტს მთავარგამგე გრიგოლ ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა მაქსიმე ბერძნიშვილმა ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის შტატის მასწავლებლად ილია ამაღლობელი დამტკიცდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 მარტს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ ილია გრიგოლის ძე ამაღლობელი ქუთაისის გიმნაზიის მოსამზადებელ კლასებში 14 წელი მუშაობდა მასწავლებლად. ამ პერიოდის განმავლობაში მან დაამტკიცა გამოცდილება, სიბეჯითე და საქმის ცოდნა. ამაღლობელს შინაური მასწავლებლის წოდებაც ჰქონდა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე ჭიჭინაძე.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 3 მარტს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი საქართველოს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს სწერს, რომ ილია გრიგოლის ძე ამაღლობელმა 1884 წელს ხონის სამასწავლებლო სემინარია დაამთავრა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე ჭიჭინაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 მარტს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს სთხოვა, რომ მოსამზადებელი კლასის შტატის მასწავლებლად ილია გრიგოლის ძე ამაღლობელი დაემტკიცებინათ. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე ჭიჭინაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 სექტემბრის „ერთობა“ მთავრობის დადგენილების შესახებ იუწყებოდა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში სამხედრო წესები გამოეცხადებინათ. გენერალ-გუბერნატორად ვლადიმერ სულაქველიძე დაინიშნა. მთავარსარდალმა ცალკე კომენდანტად კი გენერალი მიქაშავიძე აირჩია.